ბლატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის გუნდისთვის. მისი აზრით საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს. ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის სწორი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ გუშინ ბელგიის ნაკრები 81:59 დაამარცხა, ხოლო რუსეთმა უკრაინას 73:64 სძლია. რუსეთისა და საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:00 გაიმართება.