საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქის ხელმძღვანელის ინტერვიუს შემოგთავაზებთ:
- ჩვენს ჯგუფში ფავორიტებად ვის თვლით?
- სლოვენიას და საქართველოს...
- და რუსეთი?
- რა თქმა უნდა, რუსეთიც.
- თავიდანვე რატომ არ ახსენეთ რუსეთის ნაკრები?
- ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ცხადია. ჩვენი ნაკრები რამენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფავორიტად მიიჩნევა ამ ტურნირზეც.
- რას იტყვით ჩვენი ჯგუფის დანარჩენ წევრებზე?
- საკმაოდ თანაბარი ჯგუფია. ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ჯგუფიდან
- რა იცით საქართველოს შესახებ?
- ქართველებს კარგი ღვინო გაქვთ, ვიცი "ბორჯომი" და ასევე დიდი არტისტი ბუბა კიკაბიძე.
- და ქართული კალათბურთის შესახებ რა გსმენიათ?
- ვიცი, რომ კარგი ნაკრები ჩამოაყალიბეთ. საკმაოდ შეთამაშებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ნაკრები თითქმის ყველა წევრი ლეგიონერია და წამყვან ლიგებში თამაშობენ.
- რუსეთი და საქართველო აქამდეც შეხვედრილან ერთმანეთს...
- როგორც ვიცი, სულ 3 მატჩი უთამაშიათ ერთმანეთში რუსეთსა და საქართველოს, მაგრამ ეს საკმაოდ ადრე იყო.
- საქართველომ და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს: 2003 წელს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე, საქართველომ რუსეთს 10 ქულით მოუგო. და რა აზრის ხართ ჩვენი ნაკრებების მომავალ შეხვედრაზე?
- ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იქნება. როგორც ვთქვი, საქართველოს საკმაოდ მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს და თუკი ყველაფერს არ გავიღებთ, შესაძლოა, გამარჯვება თქვენ დაგრჩეთ. წინასწარ ძნელია რამის თქმა. ერთი კი ცხადია: ძალიან დაძაბული მატჩი იქნება.
- რამდენად კარგათ გყავთ საქართველოს ნაკრები შესწავლილი?
- მე არა და ჩვენს სამწვრთნელო შტაბს, იმედია, შესწავლილი ეყოლება მომავალი მეტოქე: ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები.
- როგორც ვიცი, საქართველო-რუსეთის მატჩის სხვა, არასპორტულ მხარეზეც აკეთებენ აქცენტს...
- ალბათ ჟურნალისტებზე ამბობთ. ჩვენთვის ეს მატჩი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი. ვთამაშობთ რიგით, ოღონდ ძალიან პრინციპულ მატჩს და ორივე გუნდს ძალიან სჭირდება ეს 2 ქულა.
gbf.ge