გიორგი ცინცაძე: რუსეთი ფავორიტია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
რუსულმა გაზეთმა "სპორტ-ექსპრესმა" საქართველოს ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ინტერვიუ ბელგიასთან მატჩის შემდეგ ჩაწერა.

"სპორტ-ექსპრესი": საქართველოს ნაკრების ბელგიელებთან მატჩში გამარჯვების ერთერთი მთავარი შემოქმედი გუნდის გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იყო. შეგახსენებთ, რომ თავისი პროფესიული გზა გიორგიმ რუსეთში, მოსკოვის "დინამოში" დაიწყო.

- რას ფიქრობთ რუსეთის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე?
- რა თქმა უნდა, რუსეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ბელგიასთან მატჩთან შედარებით გაცილებით რთული თამაში გველის. დიახ, გამარჯვება ძალიან გვინდა. მაგრამ რეალობა ასეთია, რომ შემდეგ მატჩში რუსები ფავორიტები არიან, ჩვენ კი აუტსაიდერები. ობიექტურად, რუსეთის ნაკრები უფრო ძლიერია,
მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ. და თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბელგიასთან, იმედი მაქვს რუსეთთან თანაბარი დაპირისპირება გამოგვივა.

- რომელია ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები? და რის ხარჯზე შეიძლება სქართველოს რუსეთთან მატჩში შანსი ჰქონდეს?
- რუსეთის ნაკრების თამაში ჯერ არ გაგვირჩევია. ეს ბუნებრივია, რადგან პირველი მატჩისთვის ძალიან გულდასმით ვემზადებოდით. ტურნირზე ნაბიჯ-ნაბიჯ, თამაშიდან თამაშამდე წავალთ წინ. ახლა მიზანი რუსებთან ღირსეული დაპირისპირებაა. თქვენს გუნდს შევისწავლით და მიღებული ინფორმაციის მოედანზე გამოყენებას ვეცდებით.

- მრავალრიცხვოვანი ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარათ?
- რა თქმა უნდა. მათ ფანტასტიკური ატმოსფერო შექმნეს. დიდი მადლობა მათ ამისათვის.

- სიურპრიზია თუ არა თქვენთვის ბელგიის ნაკრების ასე დამაჯერებლად დამარცხება?
- სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ ასე იოლად და ასეთი დიდი უპირატესობით მოვიგებდით. ყოველ შემთხვევაში, 22 ქულით მოვიგეთ... მაგრამ მატჩი სწორედ ასე განვითარდა. ჩვენ, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, ძალიან კარგად ვმოქმედებდით. შედეგად ბელგიელებმა შეხვედრის რიტმი დაკარგეს და მატჩის დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიყვანა შევძელით. მათ არაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი ყველაფერი. იმედი მაქვს, მთელი ტურნირის მანძილზე ასეთივე წარმატებული გამოსვლა გვექნება.

- თითქმის შეუცვლელად თამაში რთული იყო?
- არა. ენთუზიაზმით და ემოციურად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, შემდეგ უფრო გართულდება. რამდენიმე დღის განმავლობაში მოედანზე 35-40 წუთის გატარება ჩემთვისაც და ჩემი პარტნიორებისთვისაც ძალიან რთულია. მაგრამ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც შეცვლაზე წარმატებულად გამოსვლა შეუძლიათ. ბიჭები ეცდებიან და არ დაგვაღალატებენ.

- რას ნიშნავს საერთოდ, პირადად თქვენთვის და მთელი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა?
- ეს მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი დონის ტურნირში პირველად ვმონაწილეობთ. და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გულშემატკივრების გახარება განვაგრძოთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული