"დილის ვარჯიშზე საქართველოს ნაკრების თამაშს განვიხილავდით. ყველას გვესმის, რომ მეტოქეს ზაზა ფაჩულიას სახით
ძლიერი ცენტრი ჰყავს. ქართული გუნდის კოზირი ძლიერი ხასიათი და შეუპოვრობაა.
დღევანდელი თამაშის წინ განვლილ მატჩებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამოცანები გვაქვს და განვლილ შეხვედრებზე საუბარი არცკი ღირს", - განაცხადა ბიკოვმა.