საქართველო-რუსეთი 58:65

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. კლაიპედა.
საქართველო-რუსეთი 58:65
(16:20, 11:20, 18:12, 13:13)
საქართველო: ფაჩულია (11 ქულა), ვ. ბოისა, ცინცაძე (2), მარკოიშვლი (21), შერმადინი, ჰეინსი (7) სანიკიძე (10), შენგელია (3)  ცქიტიშვილი (4).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.
რუსეთი: ვორონცევიჩი (5), მოზგოვი (6), ბიკოვი (2), ფრიძონი (9), შვედი (7), შაბალკინი, კრიაპა (1), ანტონოვი (3), მონია (12), პომნკრაშოვი, კირილენკო (20).
მწვრთნელი: დევიდ ბლატი.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე D ჯგუფში მეორე მატჩი რუსეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 58:65 დამარცხდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ჯგუფისა და მთლიანად
ტურნირის ერთერთ ფავორიტს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბოლომდე მდევრის როლში იყვნენ, შეხვედრის მიწურულს თამაშში გარდატეხის შანსიც ჰქონდათ.

მეტოქემ ანგარიშში უპირატესობის მოპოვება პირველ და მეორე მეოთხედში შეძლო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი მეტობით გავიდა, ამის შემდეგ კი ქართველმა კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს და ჯერ მესამე მეოთხედი ჩაამთავრეს 6-ქულიანი უპირატესობით, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი სხვაობა 2 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა ამის იქეთ წასვლა ვეღარ შეძლეს.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც შედეგიანობით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო - 21 ქულა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 3 სექტემბერს, D ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტთან - სლოვენიის ნაკრებთან გამართავს.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის მატჩის პარალელურად ლიტვაში მიმდინარე სხვა შეხვედრებს, ევრობასკეტის A ჯგუფში თურქეთის ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული გუნდი გაანადგურა - 90:61, B ჯგუფში ისრაელი ვერას გახდა საფრანგეთის ნაკრებთან - 68:85, C ჯგუფში კი საბერძნეთმა ფინეთს იოლად სძლია - 81:61.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონო გამვლელო რატომ აყენებ შეურაცხყოფას ჩემს მეგობრებს? კრიზისში ვინ არის ეს საკითხავია კიდევ,მაგრამ ხალხს მოეწონო და შენ შეურაცხყოფა მიაყენო ჯობია მართლა გაიარო რა!
დავითი (საბერძნეთი)
16:12 03-09-2011
0
არ გვყავს ისეთი კალათბურთელი, რომელიც თავის თავზე აიღებს თამაშს 4-ე მეოთხედში და გუნდს მოაგებინებს. როდესაც 50 : 52 ვაგებდით წუთნახევარი რუსები შოკში იყვნენ და სასიკვდილო დარტყმას ელოდნენ ჩვენგან. ჩვენ კი ვიფაფხურეთ სანამ არ მოეგვნენ რუსები გონს და საკუთარი თავის რწმენა არ დაუბრუნდათ. ეჰ, მოსაგები იყო ეს თამაში და ხელიდან გავუშვით ოქროს შანსი.
უძლევი
11:27 02-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული