იგორ კოკოშკოვი: ჩემი ბიჭები რუსებთან მხოლოდ თამაშზე ფიქრობდენ და არა - პოლიტიკაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა რუსებთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს მატჩის მოსაგებად გამოცდილება არ ეყო. სერბმა სპეციალისტმა ისიც აღიარა, რომ მოწინააღმდეგე გუნდი უფრო ძლიერი იყო.

- რუსეთის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. ასეთი თამაშებისთვის გამოცდილება გვაკლია. რუსეთის ნაკრები მსგავს ტურნირებზე ძალიან ხშირად გამოდის და 4 წლის წინ ესპანეთში ოქროს მედლებსაც დაეუფლა. ჩვენთვის კი ამ დონეზე ეს მხოლოდ მეორე მატჩი იყო.

მიუხედავად ამისა, გახარებული და ამაყი ვარ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. დიდი ჩამორჩენა შეამცირეს, ანგარიშში
სხვაობა სულ რაღაც 2 ქულამდე დაიყვანეს. მაგრამ რუსეთს უფრო ათლეტური გუნდი ჰყავს. და ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსეთი დღეს უფრო ძლიერი იყო.

- თქვენს კალათბურთელებს დღევანდელ თამაშში დამატებითი მოტივაცია ჰქონდათ?
- სერბი ვარ და საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი. დიახ, ვიცი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაძაბულია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს ბიჭებს დღეს ამაზე არ უფიქრიათ. ისინი ნებისმიერ სხვა დაპირისპირებაშიც ბოლომდე დაიხარჯებიან. აქ იმისთვის ვართ, რომ კალათბურთი ვითამაშოთ. მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ და არა რაღაც სხვა საკითხებზე.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული