იხილეთ ვიდეო
ანდრეი კირილენკო: "ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, ქართველი და რუსი კალათბურთელები სულ ერთად იყვნენ და მეგობრობდნენ.
დღეს საქართველოს ნაკრებში ყველაზე კარგად ზაზა ფაჩულიას ვიცნობ, რადგან უკვე ექვსი თუ შვიდი წელია, ერთ ლიგაში ვთამაშობთ. მართალია სხვადასხვა კლუბებში ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვხვდებით და ურთიერთობა გვაქვს. როცა ატლანტაში ვარ, ზაზა მეპატიჟება თავისთან, როცა ისაა იუტაში, ჩემთან მოდის სტუმრად.
ხანმოკლე ურთიერთობა მქონდა ნიკა ცქიტიშვილთან, როდესაც ის დენვერში
არ ვფიქრობ, რომ ამ ევრობასკეტზე ერთი რომელიმე გუნდი, გინდაც რუსეთის ნაკრები, ფავორიტია. ევროპაში ამჟამად არის 8-9 მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდი. ჩემი აზრით, ევრობასკეტის ჯგუფების ორ-სამ რჩეული ნაკრებებიდან ნებისმიერისგან შეიძლება წარმატებას ველოდეთ.
ბოლო დროს კალათბურთი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემთხვევითი არაა, რომ ფიბა ევროპის ჩემპიონატს აფართოვებს და მასში მონაწილე გუნდების რაოდენობას ზრდის. უკვე ვხედავთ, რომ ნებისმიერ ჯგუფში იშვიათია ისეთი მატჩი, როცა ესა თუ ის გუნდი გამარჯვებას იოლად ახერხებს. ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის. მაგალითისთვის ფინეთისა და პორტუგალიის ნაკრებებიც გამოდგება, რომლებიც აქამდე არაფრით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, გრანდები იოლ გასეირნებას არავისთან უნდა გეგმავდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებთან მატჩს, თამაშის მიწურულს ჩვენ შევძელით მობილიზება და საკუთარი თამაშის ჩვენება. მომეჩვენა, რომ საპირისპირო რამ დაემართათ რუსებთან შედარებით ემოციურ ქართველებს, რომლებმაც მას შემდეგ, რაც ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მოეშვნენ. არადა, როგორც წესი, ასეთ დროს უფრო მეტი კონცენტრაცია და მობილიზებაა საჭირო და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ შეტევაში თუ საქმე კარგად მიდის, დაცვაზე ყურადღების მოდუნება მაინც არაფრით შეიძლება. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს ქართველებმა არ გაითვალისწინეს.
ახლა, როცა ერთმანეთთან უკვე ვითამაშეთ, თამამად შეგვიძლია ქართველებს გიქომაგოთ. წარმატებებს გისურვებთ!"
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან