საქართველო-სლოვენია 75:87

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. კლაიპედა. D ჯგუფი.

საქართველო-სლოვენია 75:87
(25:15, 15:25, 18:19, 17:28)
საქართველო: გამყრელიძე (6), ვ.ბოისა (3), ა. ბოისა, გაჩულია (22), ცინცაძე (5), შერმადინი, ფარღალავა, მარკოიშვილი (16), ჰეინსი (6), სანიკიძე (10), ცქიტიშვილი, შენგელია (6), ცქიტიშვილი (1)
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
სლოვენია: სლოკარი, ლაკოვიჩი (22), რუპნიკი, ოზბოლტი (21), სმოდიში (3), უდრიხი, მურიჩი, გ.დრაგიჩი (2), იაგოდნიკი (10), ზ. დრაგიჩი (15), ბეგიჩი (2), ლორბეკი (12).
მწვრთნელი: ბოჟიდარ მალკოვიჩი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა D ჯგუფისა და მთლიანად ჩემპიონატის კიდევ
ერთ ფავორიტთან, სლოვენიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შეხვედრა ძლიერ მეტოქესთან საკმაოდ კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 10-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.

სლოვენიელებმა მეორე მეოთხედში შეძლეს თამაშის გამოსწორება და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი შედეგით - 40:40 გავიდნენ, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ მეტოქეს ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია და მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

ჩვენი გუნდიდან შედეგიანობით ზაზა ფაჩულია (22 ქულა) და მანუჩარ მარკოიშვილი (16) გამოირჩნენ.

ხვალ საქართველოს ნაკრებს მეტოქედ უკრაინის ეროვნული გუნდი ეყოლება. ჩვენ კალათბურთელებს ჯგუფიდან გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 16:30 წუთზე დაიწყება.


Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა საწყენია ამხელა უპირატესობა რო დათმეს :(( ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა სლოვენიელებმა თითქმის ყველა სამქულიანი ჩააგდეს.ფაჩულიამ დღეს რაღაც ვერ ითამაშა კარგად პირველ მეოთხედს თუ არ ჩავთვლით
nino barca
21:05 03-09-2011
0
არა უშავს,ევროპაში არავინ იცნობდა ჩვენ ნაკრებს,დღეს კი ზოგმა ჩემმა მეგობარმა ფსონიც კი დადო გეორგიაზე,ნაუტყდათ მაგრამ ლანძღვა არ დაუწყიათ ჩვენსავით
დავითი (საბერძნეთი)
22:13 03-09-2011
0

სიახლეები პოპულარული