საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 69:53 სძლია

AutoSharing Option
ლიტვა. კლაიპედა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი.

საქართველო-უკრაინა 69:53
(10:17, 20:16, 21:11, 18:9)

იხილეთ ვიდეო

საქართველო: გამყრელიძე, ვ.ბოისა (1), ა. ბოისა, ფაჩულია (6), ცინცაძე (14), შერმადინი (4), ფარღალავა, მარკოიშვილი (14), ჰეინსი (7), სანიკიძე (8), ცქიტიშვილი, შენგელია (12), ცქიტიშვილი (3).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
უკრაინა: პუსტოზვონოვი (5), ლუკაშოვი (5), ბერტი (11), კოლჩენკო (2), ლიპოვი, ზაბირჩენკო (3), სალტოვეცი, პეჩეროვი (11), ლიშჩუკი (7), კუზლოვი, ფესენკო (7), კრავცოვი (2).
მწვრთნელი: მაიკ ფრატელო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. იგორ კოკოშკოვის
გუნდმა უკრაინის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია - 69:53.

მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა არცთუ შთამბეჭდავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი შვიდქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი გუნდმა სწრაფად შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და დარჩენილ მეოთხედები თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა.

კოკოშკოვის შეგირდთაგან გამორჩეულად კარგად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ (14), მანუჩარ მარკოიშვილმა (14) და ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ (12 ქულა, 7 მოხსნა ). 

ამ გამარჯვებით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის D ჯგუფში მესამე გამსვლელი ადგილისკენ ნაბიჯი გადადგა. ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ, თბილისის დროით 16:30-ზე ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა მიდით ბიჭებო გაახარეთ ქართველი ერი :)))
nino barca
16:36 04-09-2011
0
ეხლა რა ხდება იქნბე ვინმე გარკვეულმა დაწეროს. თუ უკრაინა ბელგიას უგებს მაშინ ჩვენ 13 ქულით წაგებაც გვაწყობს ბულგარეთთან და თუ უკრაინა წააგებს, მაშინ ბულგარეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ეგრეა?
lady gaga
18:32 04-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული