საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 69:53 სძლია

AutoSharing Option
ლიტვა. კლაიპედა. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი.

საქართველო-უკრაინა 69:53
(10:17, 20:16, 21:11, 18:9)

იხილეთ ვიდეო

საქართველო: გამყრელიძე, ვ.ბოისა (1), ა. ბოისა, ფაჩულია (6), ცინცაძე (14), შერმადინი (4), ფარღალავა, მარკოიშვილი (14), ჰეინსი (7), სანიკიძე (8), ცქიტიშვილი, შენგელია (12), ცქიტიშვილი (3).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
უკრაინა: პუსტოზვონოვი (5), ლუკაშოვი (5), ბერტი (11), კოლჩენკო (2), ლიპოვი, ზაბირჩენკო (3), სალტოვეცი, პეჩეროვი (11), ლიშჩუკი (7), კუზლოვი, ფესენკო (7), კრავცოვი (2).
მწვრთნელი: მაიკ ფრატელო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. იგორ კოკოშკოვის
გუნდმა უკრაინის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია - 69:53.

მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა არცთუ შთამბეჭდავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი შვიდქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი გუნდმა სწრაფად შეძლო მდგომარეობის გამოსწორება და დარჩენილ მეოთხედები თავის სასარგებლოდ ჩაამთავრა.

კოკოშკოვის შეგირდთაგან გამორჩეულად კარგად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ (14), მანუჩარ მარკოიშვილმა (14) და ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ (12 ქულა, 7 მოხსნა ). 

ამ გამარჯვებით საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის D ჯგუფში მესამე გამსვლელი ადგილისკენ ნაბიჯი გადადგა. ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ, თბილისის დროით 16:30-ზე ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
lady gaga სწრად მსჯელბს, თუ სამ გუნდს(საქართველს, უკრაინას და ბულგარეთს თანაბარი ქულები დაუგრვდათ, მასშინ მათ შორის ბურთების სხვაბაა გადამცყვეტი...უკრაინას უკვე -5 აქვს,ჩვენებს კი -13 წაგება +3, ხლ ბულგარეთს +2 მისცემს, ასე რომ წაგებაზე არავინ არ ფიქრბს, მაგრამ -13 არანაირად არ წააგებენ ჩვენი დიდი კაცები...გაიხარეთ და გაგვახარეთ!
oldcoyot
22:01 04-09-2011
0
ბელარუსები არ გვყავს ჯგუფში :))))
nino barca
21:06 04-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული