იგორ კოკოშკოვის გუნდს უკრაინელთა 69:53 ძლევის შემდეგ ქვეჯგუფში ორი გამარჯვება დაუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მესამე ადგილის დასაკავებლად დღეს გამარჯვება სჭირდება. თუმცა შესაძლებელია, ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მარცხითაც მიაღწიონ, ოღონდ საამისოდ ბულგარელებთან ჩვენი ნაკრების სხვაობა 23 ქულას არ უნდა აღემატებოდეს.
ჩვენ ჯგუფში ბოლო სათამაშო დღის წინ პირველ-მეორე ადგილებს ფავორიტები რუსეთი და სლოვენია 8-8 ქულით ინაწილებენ. 6 ქულა აქვს საქართველოს
შეგახსენებთ, რომ ევროპის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ორჯერ, შინ და სტუმრად უკვე დაუპირისპირდა და ორივეჯერ გამარჯვება იზეიმა.
ევრობასკეტი 2011. D ჯგუფი
1. რუსეთი 4 4 0 306:257 8
2. სლოვენია 4 4 0 292:259 8
3. საქართველო 4 2 2 283:264 6
4. უკრაინა 4 1 3 248:266 5
5. ბულგარეთი 4 1 3 260:288 5
6. ბელგია 4 0 4 243:298 4