საქართველოს ნაკრებს მიზნამდე ბულგარეთთან გამარჯვება აშორებს

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე გამართავს.

იგორ კოკოშკოვის გუნდს უკრაინელთა 69:53 ძლევის შემდეგ ქვეჯგუფში ორი გამარჯვება დაუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი მესამე ადგილის დასაკავებლად დღეს გამარჯვება სჭირდება. თუმცა შესაძლებელია, ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მარცხითაც მიაღწიონ, ოღონდ საამისოდ ბულგარელებთან ჩვენი ნაკრების სხვაობა 23 ქულას არ უნდა აღემატებოდეს.

ჩვენ ჯგუფში ბოლო სათამაშო დღის წინ პირველ-მეორე ადგილებს ფავორიტები რუსეთი და სლოვენია 8-8 ქულით ინაწილებენ. 6 ქულა აქვს საქართველოს
ნაკრებს. 5-5 ქულა აქვთ უკრაინისა და ბულგარეთის ნაკრებებს. ჯგუფის ბოლოადგილოსან ბელგიას კი - 4 ქულა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს ორჯერ, შინ და სტუმრად უკვე დაუპირისპირდა და ორივეჯერ გამარჯვება იზეიმა.

ევრობასკეტი 2011. D ჯგუფი
1. რუსეთი             4 4 0 306:257 8
2. სლოვენია          4 4 0 292:259 8
3. საქართველო  4 2 2 283:264  6
4. უკრაინა             4 1 3 248:266 5
5. ბულგარეთი      4 1 3 260:288 5
6. ბელგია              4 0 4 243:298 4

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ორი ქულა რო ავიღოთ რა ანგარიშით უნდა მოვიგოთ
lasha
11:45 05-09-2011
0
მოგება ნებისმიერი ანგარიშით 2 ქულაა და წაგება 1 ქულა
dato
13:59 05-09-2011
0

სიახლეები პოპულარული