მის ნათქვამს ციფირებით შევავსებთ: ქართველებმა მოხსნებში 40:29 იმარჯვეს, რეალიზებულ ორქულიანებში - 25:13, რაც მთავარია, მეტოქეზე გაცილებით ნაკლები შეცდომა დაუშვეს - 16:23. არადა, პირველი პერიოდის შემდეგ სტატისტიკა სასიკეთოს არაფერს გვიქადდა, უკრაინა ყველა კომპონენტში გვჯობდა და ამიტომაც მოიგო პერიოდი ანგარიშით 17:10.
ვიდეო
მოკლედ, სწორედ ის დაგვემართა, რაც
მესამე პერიოდი მანუჩარ მარკოიშვილმა შორეული ორქულიანით გახსნა და ორ მატჩში დაგუბებულმა ემოციებმაც იფეთქა - ჩვენმა გუნდმა 11:0 გაქცევა მოაწყო და თამაშის ბედიც გადაწყვიტა. ამ მომენტში მოედანზე ყველაფერი გამოსდიოდა გიორგი ცინცაძეს, რომელსაც თანაგუნდელებმაც შეუწყვეს ხელი და "ბუმ" ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი. ასევე 14 ქულა მოუგროვდა მარკოიშვილს, რომელიც ცინცაძესთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა. შემთხვევითი როდია, მანუმ ქართველთაგან მოედანზე ყველაზე მეტი დრო რომ გაატარა.
ვიქტორ სანიკიძე ქულებში ვერა, მაგრამ მოხსნებში კი ასცდა 10-იან ნიშნულს (12 მოხსნა). თორნიკე შენგელიამ სულ რაღაც 18 წუთში 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, 12 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა. მისი სწრაფი გარღვევების წინააღმდეგ უკრაინელები ვერას გახდნენ. ზაზა ფაჩულიას 6-6 ქულა-მოხსნა ჰქონდა, თუმცა მის ღირებულებაზე უკრაინელი ჟურნალისტის სიტყვებიდანაც ნათელი წარმოდგენა გვექმნება:
- ფაჩულიამ დღეს მთლიანად გუნდზე ითამაშა, ბევრი იშრომა, თანაგუნდელებს ფარქვეშაც ეხმარებოდა, პერიმეტრზეც ადიოდა და გამარჯვება დაიმსახურა. ძლიერი გუნდი გყოლიათ.
სლოვენიელმა კოლეგამ კი ხელი ჩამომართვა და მითხრა - ერთად მივდივართ ვილნიუსშიო... ვუპასუხე: ჯერ არ ვიცი, წინ ბულგარეთთან ურთულესი მატჩია-მეთქი. თუმცა იქვე გამახსენა, თუ 5 სექტემბერს უკრაინამ ბელგიას მოუგო, ხოლო თქვენ ბულგარეთთან 23-ზე ნაკლები ქულით დამარცხდებით, სამ გუნდს (საქართველო, ბულგარეთი, უკრაინა) ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდება. ასეთ შემთხვევაში კი ბურთების უკეთესი შეფარდებით მომდევნო ეტაპზე ქართველები გახვალთო.
ცხადია, ეს ვარიანტი უკვე განხილული მქონდა, მანამდე ამ საკითხზე ნაკრების მეორე მწვრთნელ დავით უსტიაშვილს ველაპარაკე. შევთანხმდით, რომ ბულგარეთთან წაგება არც ერთ ვარიანტში შეიძლება - ბურთების შეფარდებაზე მსჯელობა აბსურდია, როცა ბელგია-უკრაინის დაპირისპირება საქართველო-ბულგარეთის მერე დაიწყება და არავინ იცის, მოიგებს თუ არა უკრაინა.
- დაგვრჩა ერთი მატჩი, რომელიც ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ბულგარეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, მსროლელი უკანახაზელები, მებრძოლი წინახაზელები. ასე რომ, იოლი ბრძოლა არ გველის, მაგრამ უკრაინასთან გამარჯვებამ ჩვენზე ფსიქოლოგიურადაც დადებითად იმოქმედა და მომდევნო ეტაპისკენ ბოლო ნაბიჯი თამამად უნდა გადავდგათ, - თქვა ზაზა ფაჩულიამ და უკრაინასთან მატჩს დაუბრუნდა:
- უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. აუცილებლად უნდა მოგვეგო. სწორად ვითამაშეთ დაცვაში. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით ისტორიის ერთი ფურცელი უკვე გადავშლეთ. ახლა მეორე ფურცელი უნდა დავწეროთ.
იგორ კოკოშკოვი:
- ძლიერ გუნდთან ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. დღეს მართლაც უმნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა მომდევნო თამაში მნიშვნელოვანია. ბულგარეთს აქამდე 2-ჯერ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ. ბოლო თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ. ევროპის ჩემპიონატმა ერთ რამეში დამარწმუნა: იოლი გასეირნება არ არსებობს. შეიძლება გუნდი დიდი უპირატესობით იგებდეს და საბოლოოდ დამარცხდეს. ბულგარეთთან ურთულესი ბრძოლა გველის, ვეცდებით, მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.
4 სექტემბერი, ლიტვა, კლაიპედა
საქართველო-უკრაინა 69:53
10-17, 20-16, 21-11, 18-9
1800 მაყურებელი
მსაჯები: ფაბიო ფაჩინი (იტალია), ოლეგს ლატისევსი (ლატვია), მურატ ბირიჩიკი (თურქეთი)
საქართველო-უკრაინა
I პერიოდი
08:37 ცინცაძე 2ქ (2:0)
08:20 კრავცოვი 2ქ (2:2)
07:55 ბერტი 2ქ (4:4)
04:37 ლიშჩუკი 2ქ (4:6)
03:19 ბერტი 3ქ (4:9)
03:03 შერმადინი 2ქ (6:9)
02:40 ჰეინსი 2ქ (8:9)
00:55 პეჩეროვი 3ქ (8:12)
00:41 შერმადინი 2/2 (10:12)
00:27 პეჩეროვი 3ქ (10:15)
00:00 ფესენკო 2ქ (10:17)
II პერიოდი
09:24 ცქიტიშვილი 3ქ (13:17)
09:10 პეჩეროვი 3ქ (13:20)
08:53 შენგელია 2ქ (15:20)
08:13 პეჩეროვი 2ქ (15:22)
07:57 შენგელია 2ქ (17:22)
07:01 კოლჩენკო 2ქ (17:24)
06:41 ჰეინსი 2ქ (19:24)
06:16 ზაბირჩენკო 3ქ (19:27)
05:10 ფესენკო 2ქ (19:29)
03:55 ჰეინსი 2/2 (21:29)
03:34 ფესენკო 2ქ (21:31)
03:07 ცინცაძე 3ქ (24:31)
02:21 ფაჩულია 2ქ (26:31)
01:58 ბერტი 2ქ (26:33)
01:44 მარკოიშვილი 2ქ (28:33)
00:52 ცინცაძე 2ქ (30:33)
III პერიოდი
09:46 მარკოიშვილი 2ქ (32:33)
09:08 პუსტოზვონოვი 2ქ (32:35)
08:21 ფაჩულია 2ქ (34:35)
07:49 ცინცაძე 2ქ (36:35)
07:14 მარკოიშვილი 2ქ (38:35)
06:23 ცინცაძე 2ქ (40:35)
04:53 ლიშჩუკი 2ქ (40:37)
04:20 ლიშჩუკი 2/2 (40:39)
04:08 ცინცაძე 3ქ (43:39)
03:52 ჰეინსი 1/2 (44:39)
03:34 შენგელია 2ქ (46:39)
03:14 შენგელია 2ქ (48:39)
02:41 მარკოიშვილი 3ქ (51:39)
01:45 ბერტი 2ქ (51:41)
00:58 ფესენკო 1/2 (51:42)
00:27 ლუკაშოვი 2/2 (51:44)
IV პერიოდი
09:25 ფაჩულია 2ქ (53:44)
07:58 სანიკიძე 2ქ (55:44)
07:15 სანიკიძე 2ქ (57:44)
07:00 ლუკაშოვი 2ქ (57:47)
06:42 ბოისა 1/2 (58:47)
05:45 სანიკიძე 2ქ (60:67)
05:28 შენგელია 2ქ (62:47)
03:52 ლიშჩუკი 1/2 (62:48)
03:20 შენგელია 2ქ (64:48)
02:46 ბერტი 2ქ (64:50)
02:35 მარკოიშვილი 1/2 (65:50)
02:18 მარკოიშვილი 2ქ (67:50)
00:58 პუსტოზვონოვი 3ქ (67:53)
00:08 სანიკიძე 2ქ (69:53)
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან
დარწმუნებული ვარ მოვუგებთ და არც დაგვჭირდება სხვების ქულების ყურება