საქართველო-ბულგარეთი 69:79
(15:19, 22:15, 18:18, 14:27)
საქართველო: გამყრელიძე, ვ.ბოისა (3), ა. ბოისა, ფაჩულია (13), ცინცაძე (1), შერმადინი, ფარღალავა, მარკოიშვილი (13), ჰეინსი (15), სანიკიძე (18), ცქიტიშვილი, შენგელია (6), ცქიტიშვილი.
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ბულგარეთი: დ. ივანოვი (12), კ. ივანოვი (15), როულენდი (25), კოსტოვი, ვიდენოვი (9), მარინოვი (9), ავრამოვი (9), ზ. გეორგიევი, ა.გეორგიევი, ველიკოვი, ბანევი, ვარბანოვი,
მწვრთნელი: რისებ ბარჩოვსკი
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის D ჯგუფში ბოლო მატჩი ბულგარეთის გუნდთან გამართა და 69:79 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელებმა ბულგარეთის ნაკრებთან თამაში, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორივეჯერ სძლიეს, არცთუ დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 4-ქულიანი სხვაობით დათმეს, თუმცა მეორე მეოთხედში ინიციატივა იგდეს ხელთ და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 37:34 გავიდნენ.
მესამე მეოთხედი ფრედ დასრულდა, მეოთხე მეოთხედში კი, რომლის დროსაც ჩვენ გუნდს ფეხის ტრავმის გამიზეზების გამო ზაზა ფაჩულია დააკლდა, ბულგარელებმა იძალეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
ჩვენ გუნდში ყველაზე შედეგიანი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 18 ქულას 9 მოხსნას მოუტანა. 15 ქულა ჩააგდო ჰეინსმა, ფაჩულიასა და მარკოიშვილის მონაგარი კი 13-13 ქულაა.
ბულგარელთაგან საუკეთესო იყო ურლ რაულენდი, რომლის 25-მა ქულამაც დიდწილად განაპირობა ჩვენი ნაკრების მარცხი.
ვიდეო