ზაზა ფაჩულიასთვის ევრობასკეტი ნაადრევად დასრულდა

AutoSharing Option
საქართველოს და ბულგარეთის ნაკრებები უკრაინა-ბელგიის მატჩს ესწრებოდნენ. "შვიტირუს არენაზე" D ჯგუფის ბოლო მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო. მაიკ ფრატელოს გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ეტაპზე საქართველოს ნაკრები გადიოდა, ედი კასტილსის შეგირდების გამარჯვება კი ბულგარელებს უხსნიდა გზას.

უკრაინა-ბელგიის დაპირისპირება საქართველოსთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდა. შემდეგ მატჩს იგორ კოკოშკოვის შეგირდები ზეგ, 8 სექტემბერს მაკედონიის ნაკრებთან გამართავენ.

საქართველოს ნაკრებს სამწუხაროდ ზაზა ფაჩულია გამოაკლდა. გუნდის ცენტრფორვარდმა ბულგარელებთან მატჩის მეოთხე მეოთხედში კუნთი გაიწყვიტა და გუნდს ევრობასკეტზე ვეღარ დაეხმარება. "ატლანტას" კალათბურთელის თქმით, მას ფინეთთან და მაკედონიასთან ძველი ანგარიშები
აქვს გასასწორებელი და დასანანია, რომ მათთან შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ევრობასკეტის მეორე ეტაპის F ჯგუფში საქართველოს ძლიერი მეტოქეები შეხვდა. გუნდს დაპირისპირება მაკედონიის, ფინეთის და საბერძნეთის ნაკრებებთან მოუწევს.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ გვინდოდა ეხლა? :(((

კარგი, ვიყოთ რელისტები და მაშინ იქნებ ზაზას გარეშე ფინეთს მაინც როუხერხონ რაიმე. არადა ყველა თუ ფორმაში იქნება, სამივესთან შეიძლება თამაში მგონი.
lady gaga
17:04 06-09-2011
0
ზაზა გაიხარე! ყოჩაღი ბიჭები ხართ!
ave avtush
03:02 07-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული