სერგეი მონიას ქართველი კალათბურთელების პრემიების "შეშურდა"

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეებს ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემთხვევაში ფულად ჯილდოს შეჰპირდა, თუმცა რა თანხაზეა საუბარი, არ დაკონკრეტებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობაკეტის მეორე ეტაპზე უკვე გავიდა და დღეს, 8 სექტემბერს მაკედონიის ნაკრებს დაპურისპირდება.

ახლახან კი, რუსეთის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა სერგეი მონიამ ერთ-ერთი რუსული საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიშნისმოგებით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლისთვის, თითოეული 50 ათასი ევროთი დასაჩუქრდებიან.

"სპორტალ.გე" შეეცადა ეს ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროში გადაემოწმებინა, თუმცა ამ უწყებებში პრემიალური თანხის ოდენობას ჯერ ვერ ასახელებენ.

სხვათა შორის, ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე გუნდის დასაჩუქრება მაკედონიის მთავრობამაც გადაწყვიტა. ევროპის ჩემპიონატზე ამ ქვეყნის ნაკრების წარმატებული გამოსვლისთვის გუნდის ყველა წევრმა 3-3 ათასი ევრო უკვე გაინაღდა, ხოლო თუკი ევრობასკეტზე საუკეთესო ექვსეულში მოხვედრას შეძლებენ, დამატებით 5-5 ათას ევროს მიიღებენ.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორი მატრაბაზი(და უსაჯდომო)ქვეყანაა ეგეთი ნაკრებები და სპორცმენები ყავს,ძალით გამოყვანილი სარბიელზე,საცოდავი ქუმარიტაშვილი მახსენდება ციგაზე უკუღმად რომ დაჯდა და ფაქტიურად თავი შეაკლა პომპეზურ ნაკრებს
irina
20:09 08-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული