საქართველოს ნაკრები მაკედონიასთან დრამატულ მატჩში 63:65 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. ვილნიუსი. F ჯგუფი.

საქართველო-მაკედონია 63:65
(12:13, 14:16, 18:25, 19:11)
საქართველო: გამყრელიძე (1), ვ.ბოისა (4), ა. ბოისა, ფაჩულია, ცინცაძე (1), შერმადინი (1), ფარღალავა, მარკოიშვილი (8), ჰეინსი (6), სანიკიძე (15), შენგელია (7), ცქიტიშვილი (20).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მაკედონია: მირაკოვსკი, ილიევსკი (6), სოკოლოვი (3), მაკალები (27), ვ. სტოიანოვსკი (8), დ. სტოიანოვსკი (4), სიმონოვსი, გეჩევსკი (4), ანტიჩი (8), დიმცევსკი, ჩეკოვსკი, სამარძინსკი (5)
მწვრთნელი: მარინ დოკუზოვსკი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრა მაკედონიის ეროვნულ გუნდთან გამართა და 2-ქულიანი
სხვაობით დამარცხდა.

იხილეთ ვიდეო

ძალზე დრამატულ მატჩის კულმინაცია შეხვედრის დასრულებამდე 16 წამით ადრე ნიკოლოზ ცქიტიშვილის მიერ შესრულებული ორი ზუსტი საჯარიმო გახდა, რომლის დროსაც ანგარიში 63:63 გახდა, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენი კალათბურთელებისგან შეუჩერებელმა ბო მაკალებიმ ამჯერადაც გაიბრწყინა და ორქულიანით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თამაში იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა არცთუ ურიგოდ დაიწყეს, თავიდან დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ინიციატივა დათმეს და პირველი მეოთხედი ერთქულიანი სხვაობით დათმეს. თითქმის იმავე სცენარით წარიმართა მეორე მეოთხედიც და ქართველი კალათბურთელები დიდ შესვენებაზე მეტოქესთან 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეტოქემ მესამე მეოთხედიც თავის სასარგებლოდ (25:18) დაამთავრა და სხვაობამ ათ ქულას შეადგინა. შეიძლება ითქვას, მაკედონიელთა გუნდში გამორჩეული სწორედ ზემოთ ხსენებული მაკალები იყო, რომელმაც ჯამში 27 ქულას მოუყარა თავი.

ბოლო მეოთხედი კოკოშკოვის შეგირდებმა ძალიან კარგად დაიწყეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, თუმცა როგორც მთელ მატჩში, ისე შეხვედრის ბოლო წამებზე მაკალების შეჩერება ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელთაგან ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ ცქიტიშვილი იყო, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნა შემატა. 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ვიქტორ სანიკიძემ.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მომდევნო შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი ზეგ, 10 სექტემბერს, ფინეთის ნაკრებთან გამართავს, რომელიც დღეს რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღის ბოლოს სლოვენიის ნაკრები ბერძნებს ეთამაშება.



Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 25 /
პირშიდაც ვეტყვი სათითაოდ თუ მომეცემა მათთან შეხვედრის შესაძლებლობა შენ არხეინად იყავი. ცუდია რეალობის გრძნობა რომ დაკარგე. მაგრამ არა უშავს დრო ყველაფრის მკურნალია. 16 წამი რომ არის დარჩენილი და ერთადერთ კალათბურთელს ვერ დააკავებს გუნდი ჯარიმით ნაკრები კი არა ნახიკია ამას ნებისმიერი გუნდი მოახერხებდა საქართველოს ჩემპიონატიდან. ამხელა ლოკაუტში ნატურალიზებულ კალათბურთელს რომ მოიყვან და ძირითადში ადგილს ვერ მიუჩენ ეს ნახირი კი არა ღალატია ყველას წინაშე. სწორი დასკვნების გამოტანა ვისწავლოთ ხალხო და ნუ იქნებით სხვისი თოჯინები. რაც გუშინ ნაკრების თამაშზე შეიგინებოდი ჩემო ზეზვა მიდი და პირში უთხარი. ძოძუაშვილზე რომ ირონიით ისაუბრებ ფეხბურთიც ფეხებზე გკიდია მაშინ და კალათბურთიც.
zviadi
15:40 09-09-2011
0
ზვიად, ამათ მწვრთნელადაც ძოძუაშვილი ხომ არ დავნიშნოთ? :) თუ ეგ იქ არის ქეცბაია ყველაფერში დამნაშავე, თორემ აქ ნაკრებია ნახირი? (ეს შენი მოსაზრებებია - ჩემი არავის ეგონოს :))
სამარცხვინოა ეგეთი კომენტარები. მაინცდამაინც თავს თუ ვერ იკავებ, მიდი და პირში უთხარი რომელიმეს, ნახირი ხართო. :)
მადლობა ნაკრებს იმისთვის, რაც უკვე გააკეთა! (უიჰ, წამომცდა :))
პ. ს.: საა, საინტერესო მოსაზრებაა.
ზეზვა
15:18 09-09-2011
0

სიახლეები პოპულარული