ნიკოლოზმა 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ეს საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ისტორიული გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა. ბოლო წამებზე ბო მაკალებმა საქართველოს მთელს მოლოდინს ცივი წყალი გადაასხა.
"რაც კი შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა სასტარტო ხუთეულის ორი მოთამაშის (ცინცაძე და ფაჩულია) გარეშე თამაში ძალიან ძნელია. მათ გარეშე საქართველო სრულიად სხვა გუნდია.
საერთოდ, ევროპის ჩემპიონატზე თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. განსაკუთრებით, როდესაც ტრიბუნაზე ათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი გიჭერს მხარს. მათ თანადგომას ვგრძნობთ