არის სლოვენიის უკან მოტოვების თეორიული შანსი, თუმცა ასეც და ისეც ქართველებმა დარჩენილი ორი მატჩი უნდა მოიგონ.
ჯგუფიდან გასვლის შანსიც რომ არ იყოს, ჩვენი კალათბურთელები პროფესიონალები არიან და თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად ემზადებიან. მით უმეტეს, როცა მეტოქე ფინეთია, გუნდი, რომელმაც 2005 და 2007 წლებში ელიტისკენ მიმავალი გზა გადაგვიღობა. ანგარიშსწორებისთვის ქართველები უკეთეს
თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინელებს კარგი გუნდი ჰყავთ, სწრაფ კალათბურთს თამაშობენ. ისინი მეორე ჯგუფურ ეტაპზე შემთხვევით როდი მოხვდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ წვრთნის ჰენრიკ დეტმანი, კაცი, რომელმაც გუნდი მეორე ლიგიდან ევრობასკეტამდე მიიყვანა.
არის კიდევ ერთი არასასიამოვნო ნიუანსი - საქართველოს ნაკრებს აკლია ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე. კაპიტანს პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ აღარ უთამაშია, ხოლო ცინცაძემ ჯვარედინი იოგი მაკედონიასთან მატჩის პირველ ტაიმში გაიწყვიტა. მას ოპერაცია სჭირდება და შესაძლოა ეს საქმე ლიტველმა ექიმებმა ითავონ.
გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ვილნიუსის "რომერიოს" უნივერსიტეტში ვარჯიში შუადღეს გამართა. კალათბურთელთა გასამხნევებლად დარბაზთან ქართველი ქომაგებით სავსე ავტობუსი მივიდა. გულშემატკივრები საყვირებითა და ქართული ატრიბუტებით იყვნენ შეიარაღებულნი, მოთამაშეები შეძახილებით და სიმღერით გაამხნევეს, ასევე ერთად იმღერეს ქვეყნის ჰიმნი და ტაშით გააცილეს სასტუმრო "მერიდიანისკენ", სადაც ჩვენი გუნდია დაბინავებული.
- ფინელებს კარგად ვიცნობთ. მათთან 2004 წლის შემდეგ ოთხი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. გუნდის სტრატეგიაც იგივეა, მწვრთნელიც და მოთამაშეებიც. მათთან საბრძოლველად მზად ვართ, - თქვა ვლადიმერ ბოისამ.
ვაჟა სიმონიშვილი ლიტვიდან