საქართველოს ნაკრები ფინეთთან 73:87 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. ვილნიუსი. F ჯგუფი.

საქართველო-ფინეთი
73:87
(13:22, 20:14, 19:25, 21:26)
საქართველო: გამყრელიძე (7), ვ.ბოისა, ა.ბოისა (2), ფაჩულია, ცინცაძე, შერმადინი (13), ფარღალავა, მარკოიშვილი (10), ჰეინსი (8), სანიკიძე (16), შენგელია (12), ცქიტიშვილი (5).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ფინეთი: კოივისტო (11), ნიკილა (4), მუურინენი (11), ჰუფი (10), ლი (5), სალინი (7), კოტი (12), კოპონენი (12), მაკალაინენი (2), მოტოლა, ვირტანენი, რანიკო (10).
მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას ზეგ, 12 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.
ტრავმების გამო ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის დახმარების გარეშე დარჩენილ იგორ კოკოშკოვის გუნდს მეოთხედფინალში გასასვლელად ფინეთის ნაკრებთან აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა ეს ვერ შეძლეს.

ფინელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს. მეორე მეოთხედის საწყის წუთებზე ქართველმა კალათბურთელებმა 8:0 გაქცევა შეძლეს, მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა მეტის მიღწევა ვეღარ შეძლეს.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა და ინიციატივის ხელში აღება ვერ შეძლეს და საბოლოოდ 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო - 16 ქულა, 9 მოხსნა. 13 ქულაა შერმადინის ანგარიშზე, თორნიკე შენგელიამ კი გუნდის მონაგარს 12 ქულა შემატა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ დამარცხებამ სულ სხვა ფერში გამოაჩინე ჩვენი ნაკრების ადრეული თამაშიც. Dიდი ნაკრებები როგორიც ესპანეთი, საფრანგეთი, რუსეთი არიან როგორც ვეშაპები - რომ თამაშობენ ცდილობენ იმხელა პირი გააგონ (ი.ე. ენერგია დახარჯონ) საკმარისი რომ იქნება მოწინააგმდეგის გადასაკლაპად (ეს არის პროფესიონალიზმი ტოო). რაც უფრო დზლიერია მეტოქე მიტ უფრო ძლიერად თამაშობს რუსეთი, ესპანეთი, და ა.შ.
eddy
07:46 11-09-2011
0
ვეთანხმები დავითს. ერთს რასაც დავამატებ ის არის რომ - რაც არ უნდა ვუთხრათ გუნდის წევრებს ეს გამოასწორეო - ეს ასე არ ხდება. უტხარი ან აჩვენა საქარტველოს საუკეთესო ნახევარმცველს რასაც Xavi აკეთევს ბარსელონაშო - როგორ ფიქრობთ ამის მერე სხვა ფეხბუთელი იქნება? ასეა კალათბურთშიც - ყველაფერს შრომა უნდა (ასე რომ ბევრი საქარტველოს ნაკრებში ამაზე მეტვს ვეგარ მოუმატებს - ტუმცა არიან გამონაკლისი ინდივიდუალებიც)
eddy
02:28 11-09-2011
0

სიახლეები პოპულარული