საქართველო-ფინეთი 73:87
(13:22, 20:14, 19:25, 21:26)
საქართველო: გამყრელიძე (7), ვ.ბოისა, ა.ბოისა (2), ფაჩულია, ცინცაძე, შერმადინი (13), ფარღალავა, მარკოიშვილი (10), ჰეინსი (8), სანიკიძე (16), შენგელია (12), ცქიტიშვილი (5).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ფინეთი: კოივისტო (11), ნიკილა (4), მუურინენი (11), ჰუფი (10), ლი (5), სალინი (7), კოტი (12), კოპონენი (12), მაკალაინენი (2), მოტოლა, ვირტანენი, რანიკო (10).
მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი
იხილეთ ვიდეო
საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას ზეგ, 12 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.
ფინელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს. მეორე მეოთხედის საწყის წუთებზე ქართველმა კალათბურთელებმა 8:0 გაქცევა შეძლეს, მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა მეტის მიღწევა ვეღარ შეძლეს.
დიდი შესვენების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა და ინიციატივის ხელში აღება ვერ შეძლეს და საბოლოოდ 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო - 16 ქულა, 9 მოხსნა. 13 ქულაა შერმადინის ანგარიშზე, თორნიკე შენგელიამ კი გუნდის მონაგარს 12 ქულა შემატა.
ამერიკელი,გასაკვირია პირდაპირ.