საქართველოს ნაკრები ფინეთთან 73:87 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი. ლიტვა. ვილნიუსი. F ჯგუფი.

საქართველო-ფინეთი
73:87
(13:22, 20:14, 19:25, 21:26)
საქართველო: გამყრელიძე (7), ვ.ბოისა, ა.ბოისა (2), ფაჩულია, ცინცაძე, შერმადინი (13), ფარღალავა, მარკოიშვილი (10), ჰეინსი (8), სანიკიძე (16), შენგელია (12), ცქიტიშვილი (5).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ფინეთი: კოივისტო (11), ნიკილა (4), მუურინენი (11), ჰუფი (10), ლი (5), სალინი (7), კოტი (12), კოპონენი (12), მაკალაინენი (2), მოტოლა, ვირტანენი, რანიკო (10).
მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი

იხილეთ ვიდეო

საქართველოს ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას ზეგ, 12 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.
ტრავმების გამო ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის დახმარების გარეშე დარჩენილ იგორ კოკოშკოვის გუნდს მეოთხედფინალში გასასვლელად ფინეთის ნაკრებთან აუცილებელი გამარჯვება სჭირდებოდათ, მაგრამ ქართველმა კალათბურთელებმა ეს ვერ შეძლეს.

ფინელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს. მეორე მეოთხედის საწყის წუთებზე ქართველმა კალათბურთელებმა 8:0 გაქცევა შეძლეს, მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა მეტის მიღწევა ვეღარ შეძლეს.

დიდი შესვენების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა და ინიციატივის ხელში აღება ვერ შეძლეს და საბოლოოდ 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე ვიქტორ სანიკიძე იყო - 16 ქულა, 9 მოხსნა. 13 ქულაა შერმადინის ანგარიშზე, თორნიკე შენგელიამ კი გუნდის მონაგარს 12 ქულა შემატა.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაი ამათ პატრონს
ზურა
18:17 10-09-2011
0
დამთავრდა ჩვენი ტანჯვა წამება,ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ,რასაც ჩვენები თამაშობენ ეს კალათბურთი არაა,ეს ყველაფერი განპირობებულია არაკვალიფიცირებული მწვრთნელით,რამოდენიმე კალათბურთელის უპასუხისმგებლო თამაშით,მაინც სად მონახეს ასეთი სუსტი
ამერიკელი,გასაკვირია პირდაპირ.
roma
19:12 10-09-2011
0

სიახლეები პოპულარული