ქომაგები ნაკრების წევრებს შეხვდნენ

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგებმა შეხვედრა მოუწყვეს. ვილნიუსის რომერიოს უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ივარჯიშა, გულშემატკივრებით სავსე ერთი ავტობუსი მივიდა.

ჩვენი თანამემამულეები შეიარაღებულები იყვნენ ეროვნული ატრიბუტებით - დროშებით, ბანერებით, ხუთჯვრიანი კეპებითა თუ მაისურებით.

საქართველოს ნაკრებმა უნივერსიტეტის დარბაზში საათსა და 15 წუთს ივარჯიშა, რის შემდეგაც სასწავლებლის ეზოში გამოვიდა და სწორედ იქ გაიმართა შეხვედრა. ქომაგებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, გამამხნევებელი შეძახილები, გადაიღეს სურათები და უბრალოდ, ჩვენი ნაკრების წევრებს გაესაუბრნენ.

საქართველოს ნაკრებს ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ფინეთის მზაკვარ გუნდთან და ქომაგების გვერდში დგომაც სჭირდება.

gbf.ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული