საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე გუნდს შინ არ გაჰყვება. იგი ოპერაციას ლიტვაში ცნობილ სპეციალისტთან გაიკეთებს. დღეც დანიშნულია - 20 სექტემბერი.
როგორც გიორგიმ გვითხრა, იგი ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდსაც ლიტვაში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ გამთამაშებელს ჯვარედინი იოგი მაკედონიასთან მატჩის მეორე პერიოდში გაუწყდა.