იგორ კოკოშკოვი და კითხვის ნიშანი

AutoSharing Option
გუშინ რედაქციაში არაერთმა მკითხველმა დარეკა შეკითხვით - რჩება თუ არა იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე?

დაახლოებით ასეთივე კითხვა დავუსვით მწვრთნელს საბერძნეთთან მატჩის შემდეგ. გვაინტერესებდა მისი განწყობა და მოსაზრება საქართველოს ნაკრების შესახებ. გასაკვირი ნამდვილად არ არის, საიდან გაჩნდა ეს კითხვა - სერბ სპეციალისტს ხომ ოთხწლიანი კონტრაქტი ევრობასკეტის შემდეგ ამოეწურა. მან ჩვენი გუნდი 2008 წელს ჩაიბარა და ჯერ მეორე ლიგიდან ამოიყვანა, შემდეგ ევრობასკეტზე გაიყვანა, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია.

- საქართველოში ოთხი წელია ვმუშაობ, გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიე. მოხარული ვარ,
რომ ქართველთა ნაკრების გაწვრთნა მომიწია. ასეთ გუნდთან ყოველთვის სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, დარჩენა-არდარჩენაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ევრობასკეტი ახლა დასრულდა, - გვითხრა იგორ კოკოშკოვმა.

წუხელ საზღვარგარეთ დავუკავშირდით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, რომელმაც აღნიშნა:

"მართალია, იგორ კოკოშკოვს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ უსაფუძვლოა ლაპარაკი მის შემცვლელზე. იგორს რომ დავემშვიდობეთ, კონტრაქტზე სიტყვაც არ თქმულა. ისიც გააანალიზებს სიტუაციას, ჩვენც ყველაფერს ავწონ-დავწონით და შემდეგ დავილაპარაკებთ. სწორედ ურთიერთსაუბრის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა იგი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე".

სადღეისოდ საკითხი ასე დგას: ჯერ კალათბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს ნაკრების მწვრთნელის მუშაობა და გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა იგორ კოკოშკოვი გუნდს. მერე მწვრთნელს დაელაპარაკება და ბევრი რამ მას შემდეგ გაცხადდება.

იგორ კოკოშკოვის მუშაობაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს (ჩემს შეფასებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ), თუმცა ერთზე უნდა შევთანხმდეთ: კოკოშკოვმა 2008 წლიდან დღემდე დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებმა სწორედ მის ხელში მიაღწია ისტორიულ შედეგს. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამაში მთავარი როლი კალათბურთელებს მიუძღვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯერ რეზერვს და ბავშვთა კალათბურთს მივხედოთ (როგორც ყველგან) და კოკოშკოვის გაშვება-დატოვებაზე მერე ვიმსჯელ-ვიფიქროთ
zura
14:40 21-09-2011
0
ეხლა დროა ყველა ჩავერიოთ საქმეში, პლიტიკოსები, პოზიცია ოპოზიცია,საქმის მცოდნე და განსაკუთრებით არმცოდნეები და ფეხბურთივით სამუდამოდ დავმარხოთ.
zaza sigu
14:45 21-09-2011
0

სიახლეები პოპულარული