ითამაშებს თუ არა ფაჩულია?

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრები პოლონურ მატჩს შეიძლება დიდი დანაკლისით შეხვდეს - ზაზა ფაჩულიას მუხლი აწუხებს და უშუალოდ შეხვედრის წინ გადაწყდება შეძლებს თუ არა იგი მოედანზე გასვლას.

ეს საკითხი პოლონელებსაც აღელვებთ. ამიტომ მასპინძელთა ჟურნლისტები ფაჩულიას ყოველ ნაბიჯს დეტალურად აკვირდებიან. დამკვირვებელთა შორისაა გაზეთ "სპორტის" კორესპონდენტი რაფაელ ტიმინსკი:

"მატჩის წინა დღისით საქართველოს ნაკრებმა დაგეგმილზე მეტხანს ივარჯიშა - ლოძის არენა ორსაათნახევრიანი წვრთნის შემდეგ დატოვა. მოედანზე ვერ ვიხილეთ ქართველთა ლიდერი ზაზა ფაჩულია, რომელსაც მარცხენა მუხლზე ყინული ედო და ცოტას კოჭლობდა კიდეც. არადა, პოლონეთის ნაკრების კალათბურთელები თავის მთავარ

ამოცანად სწორედ ზაზას შეჩერებას მიიჩნევენ. მთავარ მწვრთნელ, იგორ გრიშჩუკს პირველი კითხვა სწორედ ფაჩულიას შესახებ დავუსვით.

- ტრავმირებულია? თუ ქართველებს ერთი ლიდერი აკლიათ, ჩვენ ტრავმების გამო ოთხი კარგი კალათბურთელი დავკარგეთ. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრების დამარცხებაა, ფაჩულიიანად თუ მის გარეშე.
ზაზაზე პოლონელი მარცინ გორტატიც ალაპარაკდა:
- ფაჩულია კარგი კალათბურთელია. მან ეს განვლილ ოთხ მატჩშიც დაამტკიცა. ბელგიასთან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მაგრამ ზაზას იმ მატჩში არ უთამაშია. საქართველოს ნაკრებთან უფრო რთული ბრძოლა გველის. შეიძლება მატჩი უქულოდ დავასრულო, რაზეც არ ვინერვიულებ, ოღონდ მოვიგოთ.

დღეს, მატჩი თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული