იგორ კოკოშკოვი: ჩემი გუნდისადმი სასაყვედურო ბევრი არაფერი მაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წაგების მიზეზებსაც შეეხო და ზაზა ფაჩულიაზეც ილაპარაკა:
"ჩემი გუნდისადმი სასაყვედურო ბევრი არაფერი მაქვს. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა შეტევაში ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. გვქონდა ჩვენი მონახაზი, რომლის ბოლომდე განხორციელებაში პოლონელებმა შეგვიშალეს ხელი. თამაშიდან 64 ტყორცნა შევასრულეთ და მხოლოდ 28 ჩავაგდეთ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მასპინძლებმა დღევანდელი მოგება დაიმსახურეს. რაც შეეხება ფაჩულიას, მას ბულგარეთთან მატჩის შემდეგ მუხლი აწუხებდა. ამიტომ, ორი ვარჯიში გამოტოვა. საბედნიეროდ, ამ შეხვედრამდე ცოტა მომჯობინდა და მოედანზე გამოსვლა შეძლო".

ფაჩულია კომენტარში პოლონეთის ნაკრების
თავკაცმა იგორ გრიშჩუკმაც ახსენა:
"ქართველთა კაპიტანს მუხლი აწუხებდა. ამიტომ, ის ისეთი აქტიური ვერ იყო, როგორც პირველ მატჩში. სამაგიეროდ, თამაში საკუთარ თავზე აიღეს სანიკიძემ და მარკოიშვილმა. ჩემი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რიგ ეპიზოდებში ქართველები კარგად შეაჩერეს. მეოთხე პერიოდში სიმძიმის ცენტრი კვლავ ფარქვეშ გადავიტანეთ, ლამპესა და გორტატის კარგი თამაშის წყალობით გავიმარჯვეთ კიდეც".


მკითხველის კომენტარები / 1 /
დარჩენილ შეხვედრებში მოგება გვინდა,გულშემატკივარიც ამას ელის, ასეთმა განწყობამ შეიზლება გუნდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციოს..სამივე შეხვედრა ძალიან რთული იქნება..
niki9911
19:07 18-08-2010
0

სიახლეები პოპულარული