ფიბა წილს დეკემბერში ჰყრის

AutoSharing Option
სლოვენიაში გასამართი ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები 4 დეკემბერს გაირკვევა.

ამ დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება როგორც ევრობასკეტის შესარჩევის, ასევე ახალგაზრდული და ქალთა ჩემპიონატების წილისყრა.

ფიბა-ევროპამ ყველა ევროპულ ქვეყანას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია - ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობის განაცხადი ოქტომბრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოთო. შესაბამისად პირველ ნოემბერს უკვე გვეცოდინება საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ რამდენი გუნდი ჩაერთვება შესარჩევში. წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ 30-ზე ნაკლები ნაკრები არ შეიკრიბება და თითო ჯგუფში 5 გუნდი განთავსდება.

კიდევ ერთი სიახლე: დამტკიცდა
შესარჩევი ტურნირის გამართვის თარიღებიც. შეჯიბრება 15 აგვისტოს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდაბა. მატჩები სავარაუდოდ ისე განაწილდება, როგორც 2010 წელს იყო - ოთხ დღეში ერთი თამაში ჩატარდება.

4 დეკემბრის წილისყრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეთა ვინაობასაც გამოარკვევს. ჩვენმა 20-წლამდელებმა ამ ზაფხულს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ჭაბუკთა და კადეტთა ნაკრებები B დივიზიონში ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული