მარკიზ ჰაინსი ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ესპანეთის პრიმერადივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრების - მარკიზ ჰაინსისა და ტორინ გრინის "გრან კანარიამ". კუნძულელებმა "მურსია" ისტუმრეს და 66:54 დაამარცხეს.

ხუთეულში იყო და მოედანზე 18,30 წუთი გაატარა მარკიზ ჰაინსმა, რომელმაც კანარიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მან 8 საჯარიმოდან 6 გამოიყენა, 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხივე სამიანი ააცილა. საბოლოოდ ჰაინსს 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დაუგროვდა.

17 წუთი დაყო მოედანზე ტორინ გრინმა, რომელმაც 3 სამქულიანი ცდიდან 1 გამოიყენა, ხოლო ერთი ორიანი კი ააცილა. გრინს საბოლოოდ 3
ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა დაუგროვდა. კანარიელთაგან საუკეთესო ხავიერ ბეირანს 16 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა.

1 მოგებითა და 2 მარცხით "გრან კანარია" მე-14 ადგილზე იმყოფება და მორიგ ტურში, 23 ოქტომბერს. სტუმრად "მანრესას" დაუპირისპირდება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული