თუმცა კარგად იცით, რომ ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო ჩვენი გუნდი მე-12 იყო. მაშ, რაში აჯობა საქართველომ ევრობასკეტის ჩემპიონს? - გულშემატკივართა რაოდენობით. ლიტვაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო იმ გუნდის გამოვლენა, რომელსაც ლიტველები ყველაზე მეტად ქომაგობდნენ (ცხადია, ლიტვის ნაკრების შემდეგ).
გამოკითხულებს უნდა დაესახელებინათ ლიტვის მერე მეორე და მესამე საქომაგო ობიექტები. საქართველოს საერთო ხმების მეოთხედი ხვდა წილად - 25.6 %. აქედან გამოკითხულთა 19.2 პროცენტმა
ესპანეთი საქართველოს მცირედით ჩამორჩა: სულ 25.4 %, ლატვია 17 %, გერმანია 16.6 %, სერბეთი 14.5 %, ხორვატია 13.6 %, საფრანგეთი 10.9 %, რუსეთი 10.6 %, სლოვენია 8.1 %, იტალია 8.1 %.
ლიტველმა ჟურნალისტებმა გამოიკითხეს ისიც, რატომ გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა. პასუხი ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ თბილ ურთიერთობებში უნდა ვეძებოთ, ამასთან არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა გულიანი თამაშით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არაერთი ქომაგი შეიძინა.
კომენტარი არ დაიზარა ლიტვური კალათბურთის ლეგენდამ რიმას კურტინაიტისმა:
- საბჭოთა კავშირის დროს ქართველ და ლიტველ კალათბურთელებს თბილი ურთიერთობა გვქონდა, ჩვენს ქვეყნებს შორისაც ასეთი კავშირი იყო. ლიტველები ძალიან ვაფასებთ ქართველ ხალხს, ისევე როგორც ქართველები გვცემენ პატივს. ამიტომ, გამოკითხვის შედეგები გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ბატონმა რიმასმა იქვე დასძინა, რომ ევრობასკეტზე ლიტვის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს ქომაგობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"