ევროპის ჩემპიონატისკენ ჩვენი საკალათბურთო გუნდი მართლაც ბრძოლით მიიკვლევს გზას. დიდი ნაბიჯიც გადადგა. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი. ჩვენი ერის მებრძოლი ხასიათისა და საგმირო საქმეების შესახებ კი კალათბურთელებს შეხსენება არ სჭირდებათ. მათ მოტივაციაც საკმარისი აქვთ და ბრძოლისუნარიანობაც. მანუჩარ მარკოიშვილმა ინტერვიუსას თქვა: დაღლილები როგორ არ ვართ,
კოხის სიტყვები გვიან გამართლდა - ქართველებმა თითქმის ორი საუკუნის შემდეგ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. გათავისუფლდა ქართული კალათბურთიც და მოთამაშეებიც ამტკიცებენ, რომ საკალათბურთო ქვეყანა ვართ, დღევანდელმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაშით სპორტულ სამყაროს უნდა გაახსენოს, რომ ჩემპიონთა თასის მომგები თბილისი "დინამო" არა რუსული, არამედ ქართული გუნდი იყო, ხოლო 1972 წლის ოლიმპიადა საბჭოელებს ქართველმა საკანდელიძემ მოაგებინა. იცით, რატომ უნდა გაახსენოს? იმიტომ, რომ ევროპამ დაინახოს: რომ ქართველები ციდან არ ჩამოფრენილან, ისტორიიდან მოდიან.
არც იგორ კოკოშკოვის სიტყვები უნდა დაგვავიწყდეს: რაც აქამდე ბიჭებმა გააკეთეს, უკვე გმირობის ტოლფასიაო. დღეს 10 ათასი ქართველი მათთან ერთად ეცდება მორიგი გმირობის ჩადენას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"