მანუჩარ მარკოიშვილი: თამაშს ყოველთვის დაცვა იგებს

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვლთან ვილაპარაკეთ როგორც პოლონეთ-ბულგარეთზე ასევე ბელგიასთან მატჩზე. ინტერვიუ ლოძში გამართული შეხვედრით დავიწყეთ.

- როცა სტუმრად 67 ქულაზე მეტს არ გაუშვებ, შეიძლება თქვა, რომ დაცვაში ცუდად არ გითამაშია. თუმცა, იყო ხარვეზები. შეტევაში კი ცუდად გამოვიყურებოდით. არაერთი შანსი გვქონდა, მეტოქის დაშვებული შეცდომით გვესარგებლა, მაგრამ ბევრი ავაცილეთ. პოლონეთში ბოლომდე ვიბრძოლეთ, უკანასკნელ წამებამდე არ დამიკარგავს თამაშის შემოტრიალების იმედი, მაგრამ სამწუხაროდ 9 ქულის სხვაობით დავმარცხდით.

- პროგრამა მინიმუმი, ალბათ პოლონეთში 19-ქულაზე ნაკლებით წაგება უნდა ყოფილიყო.
- პოლონეთში პროგრამა მინიმუმიცა და მაქსიმუმიც გამარჯვება იყო.

-
ბულგარეთის პატარა დარბაზში 2 ათასამდე გულშემატკივარი მივიდა. პოლონეთში 11 ათასიანი არენა იყო...
- ლოძში მართლაც დიდი დარბაზი იყო და ქომაგიც უხვად მოვიდა. თუმცა, ამ ფაქტორს ჩვენზე გავლენა არ მოუხდენია. იმიტომ, რომ ტრიბუნები მოედნიდან საკმაოდ მოშორებული იყო. ქომაგებიც არ იყვნენ საკმარისად აქტიურები. სპორტის სასახლე და აქაური გულშემატკივრობა სხვაა.

- ბულგარეთის თამაშზეც გკითხავ...
- ეგ უკვე ძველი ამბავია. ახლა მხოლოდ მომავალ მატჩებზე ვფიქრობ.

- მაინც, რის ხარჯზე მოახერხეთ ბულგარელების ძლევა?
- დაცვის ხარჯზე. სტაბილურად ვითამაშეთ. ჩვენც გვქონდა ხარვეზები, მაგრამ ბულგარელებსაც ბევრი შეცდომა მოუვიდათ, რითაც ვისარგებლეთ და შანსი გამოვიყენეთ. პოლონეთთან ეს ვერ შევძელით.

- მივადექით ბელგიასთან დაპირისპირებას...
- თამაშს ყოველთვის დაცვა იგებს. ხვალ მჭიდროდ, აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, იმაზე უკეთ, რაც ბელგიამ ჩვენთან შეხვედრაში... მეტოქეს ფიზიკურად მტკიცედ უნდა დავუდგეთ.

- ბულგარეთ-პოლონეთში მგზავრობების შემდეგ ცოტა დაღლილები ხომ არ ხართ?
- დაღლილები როგორ არ ვართ, მაგრამ არ ვწუწუნებთ, ყველაფერი გვავიწყდება, როცა საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატისკენ მივიწევთ. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული