იგორ კოკოშკოვი: ჩემი ბრალია...

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ გასახდელიდან პირველები ბელგიელები გამოვიდნენ. მათმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა მშვიდად ილაპარაკა:
"შესანიშნავად ვითამაშეთ. ვულოცავ ჩემს ბიჭებს. დაცვაში დამაჯერებლად გამოვიყურებოდით. მაშინაც კი, როცა სხვაობა მცირდებოდა, გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ახალგაზრდა და მშენებარე გუნდია. მჯერა, რომ ეს კალათბურთელები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. ახლა, ჯგუფიდან გასვლის ყველაზე კარგი შანსი ჩვენ გვაქვს, შემდეგ პოლონეთსა და საქართველოს".

კრისტოფ ბეგინმა ბელგიელთა მაღალ შედეგიანობაზე ილაპარაკა: "შეტევაში ასე კარგად დიდი ხანია, არ გვითამაშია. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გასვლა ამ მატჩზე იყო დამოკიდებული, მობილიზებულები
გამოვედით და შედეგსაც მივაღწიეთ. საქართველოს კარგი უკანახაზელებიც ჰყავს, ფორვარდებიცა და მეფარეებიც. ფაჩულიას დარი ცენტრით ბევრი გუნდი ვერ დაიტრაბახებს".

საქართველოს ნაკრების გასახდელიდან ჯერ ტორინ გრინი გამოვიდა: "ასეთი სხვაობით წაგება ჩვენმა ცუდმა თამაშმა და მეტოქის კარგმა გარჯამ განაპირობა. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყვალაფერი კარგად შევასრულოთ".

იგორ კოკოშკოვმა წაგება საკუთარ თავზე აიღო: "ვულოცავ ბელგიელებს. მათ კარგად ითამაშეს. დაღლილები ვიყავით, თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოდგება. დღეს საქმე გვქონდა სერიოზულ, გამოცდილ გუნდთან, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. შემთხვევითი არ იყო ბელგიის ნაკრების შარშანდელი გამარჯვება საფრანგეთთან. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ევრობასკეტზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, თამაშიდან თამაშამდე, მეოთხედიდან მეოთხედამდე აგროვებს გამოცდილებას. ახლა ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ. პორტუგალიასა და ბულგარეთთან ურთულესი მატჩები გველის. დღევანდელი წაგების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ".

ვიქტორ სანიკიძე მწვრთნელს არ დაეთანხმა: "როგორც წესია, მწვრთნელმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არ დავეთანხმები. ეს მატჩი ჩვენ წავაგეთ. ცუდად ვითამაშეთ. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის".
მკითხველის კომენტარები / 7 /
იგორის ბრალი არაა :( ცოდოა საწყალი იგორი ვიკას სავსებიტ ვეტანხმები :*
lika
11:31 21-08-2010
0
ჯერ ყველაფერი წინ არის ,კოკოშკოვი მაგარი კაცია
mamuka
18:29 21-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული