ჩარტერი გვეღირსა...

AutoSharing Option
პოლონეთთან 19-ქულიანი სხვაობით მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელგიაში სატრანზიტო რეისით ჩაფრიდა და დასვენებულ მასპინძლებთან ბოლო წუთებზე წააგო. სწორედ მაშინ დავწერეთ - "ნაკრებს ჩარტერი სჭირდება!" მაშინვე ცხადი იყო, რომ კავკასიიდან ტრანზიტული ავიარეისითა და ავტობუსით ნამგზავრ ქართველებს შესარჩევის ბოლომდე ენერგიის შენარჩუნება გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ასეც მოხდა: 11 აგვისტოს პორტუგალიასთან ვიჭიდავეთ, 14-ში - ბულგარეთში, 17-ში - პოლონეთში, 20-ში ბელგიასთან არათუ "ჭიდაობა," სირბილიც გაგვიჭირდა.

დაგვრჩა ორი თამაში და მეორე ადგილზე გასვლის შანსი. ეს კარგად გააანალიზა სპორტის სამინისტრომ და კალათბურთის ფედერაციასთან შეთანხმების შემდეგ ნაკრების პორტუგალიაში ჩარტერული
რეისით წაყვანა გადაწყვიტა, რაც იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის მეტად სასარგებლოა. ჯერ ერთი, პორტუგალიამდე მომქანცველ მგზავრობას აარიდებს და მეორეც - ნაკრები პორტუგალიიდან ბულგარეთთან მატჩისთვის დროულად ჩამოვა.

ჩვენი გუნდი პირენეებზე სამშაბათს, დილის 8 საათზე გაფრინდება. წაყოლის საშუალება გულშემატკივრებსაც ეძლევათ, თუმცა ჩარტერის დანიშვნა პარასკევს ღამით გადაწყდა და ვისაც შენგენის ვიზა არ აქვს, ერთ დღეში საბუთების მოწესრიგებას ვერ მოასწრებს.
"ეარ-მოლდოვას" კუთვნილი "ეარბას 320" პორტუგალიიდან 27 აგვისტოს ადგილობრივი დროით 3 საათზე გამოემგზავრება და თბილისში დილის 11 საათზე ჩამოფრინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული