20 აგვისტოს ბელგიასთან... ზემოთ რაც ჩამოვთვალეთ, ანტონიმები მივუწეროთ - სწორედ ისე ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა.
რა იყო ასეთი წაგების მთავარი მიზეზი? 23 ქულის სხვაობით დამარცხების შემდეგ აშკარაა უამრავი კომპონენტი, რასაც შეიძლება მატჩის წაგება დააბრალო. მაგრამ ყველა მათგანს კონტრკითხვა მაინც დაესმის - 2 აგვისტოს თუ გუნდურად თამაშობდნენ? 2 აგვისტოს თუ დაცვა წესრიგში იყო? და ა.შ... კონტრკითხვა ერთ
ენერგიის ნაკლებობა კი სროლის სიზუსტესაც აქვეითებს, ბრძოლისუნარიანობასაც და სისწრაფესაც. ზოგმა თქვა - ბელგია დაღლილი არ იყოო? ბელგიას იდეალური კალენდარი ერგო: საქართველოს ნაკრებთან ორივე მატჩს დასვენებული შეხვდა და სწორედ ჩვენთან მოგებებით გადაწყვიტა ჯგუფიდან გასვლის საკითხი: 2 აგვისტოს არ უთამაშია და 5-ში პოლონეთთან ნაბრძოლი და ნამგზავრი საქართველო მიიღო, ხოლო 20 აგვისტოს თბილისში ექვსი დღის დასვენებული ჩამოვიდა მაშინ, როცა ქართველებს 9 დღეში 3 ურთულესი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.
სხვათა შორის, ბელგიამ ჩვენსავით სამი თამაში რომ მიაბა, მერე ჩავიდა პოლონეთში და 20 ქულით წააგო. მაშინ ბელგიელმა აქსელ ერველემ მარცხი სწორედ დაღლილობას დააბრალა.
გავიხსენოთ ისიც, რომ პოლონეთმა 5 დღის დასვენებულ ბულგარეთთან სამი პერიოდი გაძლო, მეოთხეში კი ძალა აღარ ეყო და მანამდე მოპოვებული 11-ქულიანი ფორა გაანიავა.
ფიბა-ევროპის მაღალჩინოსნებს შესარჩევი ტურნირის კალენდრის შედგენისას თავში, ალბათ, ლიმონი უტრიალებდათ - 27 დღეში 8 მატჩის შემდეგ ხომ ნებისმიერი კალათბურთელი ლიმონივით გამოიწურება... სწორედ ამიტომ ხუთდღიანი დასვენება ნებისმიერ გუნდს დიდ უპირატესობას აძლევს. თუ არ გჯერათ, კითხვა განაგრძეთ.
რადგან ჯგუფები ხუთგუნდიანია, თითო ტურში ერთი ნაკრები ისვენებს. ჩვენს ქვეჯგუფში ჯერ ბელგიამ დაისვენა, შემდეგ ბულგარეთმა, საქართველომ, პოლონეთმა, პორტუგალიამ... ჰოდა, პორტუგალიის გარდა ხუთდღიანი შესვენება ყველას წაადგა: წინა ტურში დასვენებულმა ბელგიამ საქართველოს მოუგო (ორჯერ), ასევე დასვენებულმა ბულგარეთმა - პოლონეთს, საქართველომ - პორტუგალიას, პოლონეთმა - ბელგიას.
დღეს "ხუთდღიანი" ბულგარეთი პორტუგალიამოვლილ პოლონეთს ესტუმრება და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ შინ ორი ქულით გაბრუნდება.
გგონიათ, რადგან ყველაზე თანაბარი გუნდები ჩ ჯგუფში შეიკრიბნენ, იმიტომ იძენს დასვენება დიდ მნიშვნელობას? დანარჩენ ორ ჯგუფშიც მსგავსი სიტუაციაა. A-ში დასვენებულმა ისრაელმა ლატვიას მოუგო, ჩერნოგირიამ - იტალიას, ლატვიამ - ფინეთს, იტალიამ - ისრაელს. მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა ჩვენი მოსაზრების საწინააღმდეგო შედეგი, თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა: დაღლილი ჩერნოგორია დასვენებულ ფინეთზე ერთი თავით მაღლა დგას, შინაც აჯობა და გარეთაც.
B ჯგუფშიც ექვსიდან ოთხი თამაში დასვენებულმა მოიგო. ერთ შემთხვევაში ბოსნიამ შინ დასვენებულ უკრაინას აჯობა, ხოლო ბრიტანეთმა ასევე შინ - უნგრეთს. თუ ექვსდღიანი პაუზა არაფერ შუაშია, მაინცდამაინც დასვენებულ აუტსაიდერ უნგრეთთან რატომ გაუჭირდა უძლეველ ბრიტანეთს? ალბიონელებმა მადიარებს რის ვაი-ვაგლახით მოუგეს - 66:64.
ბოლოს საერთო სტატისტიკას გადავხედოთ: დასვენებულებმა 18 მატჩიდან 13 მოიგეს. დასვენებამ ვერაფერი უშველა აუტსაიდერებს - ფინეთს (ორჯერ), უნგრეთს, უკრაინასა და პორტუგალიას.
შესარჩევი ტურნირის ფორმატი რომ გამოქვეყნდა, სპეციალისტებმა აღნიშნეს - ვინც ამ მომქანცველ მარათონს ბოლომდე გაუძლებს, ჯგუფიდანაც ის გავაო. საქართველოს ნაკრები შუაში დაიღალა, თუმცა დროულად წამოეწია ხუთდღიანი შესვენება და იმედი დავიტოვოთ, რომ დარჩენილ ორ მატჩს აღმავლობით ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"