შსს კიდევ ორი ლეგიონერით ძლიერდება

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ორი ამერიკელი ლეგიონერით, ტრეისი სმიტითა და ლარი ბლერით გაძლიერდა. ამის შესახებ შსს-ს კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან მიქაბერიძემ განაცხადა.

22 წლის ცენტრ-ფორვარდი (205 სმ. და 117 კგ.), ტრეისი სმიტი 2007 წელს ამერიკის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა; იყო ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის კლუბის ძირითადი ცენტრი, რომელიც NCAA-ს ტოპ-ათეულში შედიოდა.

სმიტს კონტრაქტი თელ-ავივის "ჰაპოელთან" აკავშირებდა, სადაც გუნდის ძირითად ხუთეულში მოიაზრებოდა, თუმცა კლუბმა პირობები ვერ უზრუნველყო, რაც მისი გუნდიდან წამოსვლის მიზეზი გახდა.

მიქაბერიძის განცხადებით, ტრეისის შეთავაზება მექსიკის უმაღლესი ლიგის გუნდ "სოლესიდანაც" ჰქონდა,
თუმცა შსს-მ მას უკეთესი პირობები შესთავაზა და ტრეისიმაც საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

შსს-ს მეორე ამერიკელი ლეგიონერი ლარი ბლერი NCAA-ის, ფინეთის, უნგრეთისა და საფრანგეთის გუნდებში ასპარეზობდა. 183 სანტიმეტრი სიმაღლის უკანახაზელი ბოლოს საფრანგეთის პირველ დივიზიონში გამოდიოდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 24 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.5 პასი და ამდენივე ჩაჭრა იყო, ხოლო კარიერის მანძილზე ლარი ბლერის საშუალო მონაგარი 22.5 ქულას, 4.5 მოხსნას, 3.5 პასსა და 1.8 ჩაჭრას შეადგენს.

სმიტი და ბლერი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს, კვირას, 13 ნოემბერს შეუერთდებიან.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლარი ბლერი

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული