საქართველო გიგანტების კალათაშია

AutoSharing Option
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 4 დეკემბერს გაიმართება. მანამდე ფიბა-ევროპამ გუნდები კალათებში დაანაწილა.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2011-ზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით პირველ კალათაში ევროპული კალათბურთის გიგანტებთან მოხვდა.

I კალათა: სერბეთი, თურქეთი, გერმანია, ფინეთი, საქართველო, ხორვატია.

II კალათა: უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია, ისრაელი, იტალია.

III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.

IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, შვეიცარია, ავსტრია, აზერბაიჯანი.

V კალათა: ბელარუსი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, კვიპროსი.

VI კალათა: ისლანდია.

4 დეკემბერს ნაკრებები ხუთ ჯგუფში განაწილდება. სლოვენიაში გასამართი ევროპის
ჩემპიონატის საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონო ავთო, სტატია პატარა რომ იყო, ალბათ იმიტომ წაიკითხე. ჰოდა, გადახედე ამ ჩემს სტატიებს და ამოკრიბე შეცდომები. სიამოვნებით გავითვალისწინებ შენიშვნებს.
ისე, გადაგეხედა "ლელოსთვისაც" იქნებ იქაც ჰოლანდია წერია.
vaja
21:54 23-11-2011
0
ეწერა ჩაუსწორებიათ
avto
17:49 23-11-2011
0

სიახლეები პოპულარული