შენგელიას "შარლერუა" "ეფესთან" 66:62 დამარცხდა

AutoSharing Option
მიმდინარე ევროლიგაში ერთადერთი გამარჯვება თორნიკე შენგელიას "შარლერუამ" თურქეთში "ეფესის" წინააღმდეგ მოიპოვა. წუხელ კი ამ გუნდს ბელგიაში უმასპინძლა და იყო, იმედი, რომ მეორე გამარჯვებასაც მოიპოვებდა, მაგრამ...

თურქული გრანდი მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა და ერთადერთი, რაც "შარლერუამ" მოახერხა, ბოლო წუთებზე ჩამორჩენის შემცირება გახლდათ. საბოლოოდ "ეფესმა" შარლერუელები 66:62 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თავი ისე ვერ გამოიჩინა, როგორც მისგან ელოდნენ. შენგელიამ მოედანზე 18:15 წუთში 1 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ თამაშიდან თურქების კალათი ვერ
დალაშქრა (სამქულიანი და საშუალო დისტანციიდან თითო სროლა ააცილა), ის ერთადერთი ქულა კი, ბუნებრივია, საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა.

მომდევნო შეხვედრას შარლერუელები 8 დეკემბერს შინ :სერბულ "პარტიზანთან ჩაატარებენ. დღეს კი ევროლიგაში დანარჩენი ქართველები ითამაშებენ. A ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "ბენეტ კანტუ" ესპანურ "კახა ლაბორალს" უმასპინძლებს, ხოლო D ჯგუფში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თურქული "გალათასარაის" შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლოჯერ, ყაზანში, "უნიქსთან" შეხვედრაში ითამაშებს.

ჯგუფში მდგომარეობა

მაკაბი 5 1 473-444 11
ეფესი 4 3 514-510 11
რეალი 4 2 543-495 10
პარტიზანი 3 3 437-446 9
EA7 მილანი 2 4 443-459 8
შარლერუა 1 6 523-579 8

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული