საქართველო-პორტუგალია ტელევიზიით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინ ჩარტერული რეისით პორტუგალიაში გაფრინდა. მოლდოვის კუთვნილი ავიაკომპანიის "ეარბასი" თბილისიდან დილის 8 საათზე გაფრინდა და ქართული დელეგაცია დანიშნულების ადგილზე, ქალაქ ფაფეში (პორტოსა და ბრაგას შორისაა) შუადღისას ჩაფრინდა. ეროვნული ნაკრების კალათბურთელებს დასვენებისა და აკლიმატიზაციისთვის საკმარისი დრო აქვთ. მათ განკარგულებაში თითქმის ორი დღეა: 25 აგვისტო და მატჩის დღე, 26 აგვისტო (შეხვედრა 26-ში პორტუგალიის დროით 21:30 საათზე დაიწყება. ამ დროს საქართველოში 00:30 საათი იქნება.

შესარჩევი ეტაპის დასაწყისში საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა პოლონელებთან, ბელგიელებთან და ბულგარელებთან შეთანხმებას იოლად მიაღწია და ამ
ქვეყნებიდან პირდაპირი რეპორტაჟებიც ვნახეთ. პორტუგალიაში გასამართი შეხვედრის ტრანსლირების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, როგორც გუშინ გავარკვიეთ, "პირველი არხის" სპორტულმა რედაქციამ პორტუგალიელებთანაც მიაღწია შეთანხმებას და ფაფეში გამართულ მატჩს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს.




მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლომდე ბრძოლა რა მნიშვნელობა აქ გავალთ თუ ვერა მთავარია ჩვენ ჩვენი ვითამაშოთ და ხალხი გავახაროთ
giorgi nadiradze
15:22 25-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული