ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა გაიმართა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრეისინგში ახლახან დასრულებულ კენჭისყრაზე ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. 

სლოვენიაში 2013 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ბოსნიასთან, ლატვიასთან, ჰოლანდიასა და რუმინეთთან მოუწევს პაექრობა.

წინასწარი განთესვით საქართველო უძლიერესთა შორის - პირველ კალათაში მოხვდა სერბეთთან, თურქეთთან, გერმანიასთან, ფინეთთან და ხორვატიასთან ერთად. შესაბამისად, წინასწარ ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ქვეყნები ჩვენ ჯგუფში არ მოხვდებოდნენ. საბოლოოდ, საქართველო D ჯგუფში მოხვდა:

D ჯგუფი
საქართველო

ბოსნია
ლატვია
ჰოლანდია
რუმინეთი

A ჯგუფი
სერბეთი
ისრაელი
მონტენეგრო
ესტონეთი
სლოვაკეთი
ისლანდია

B ჯგუფი
გერმანია
ბულგარეთი
შვედეთი
აზერბაიჯანი
ლუქსემბურგი

C ჯგუფი
ხორვატია
უკრაინა
უნგრეთი
ავსტრია
კვიპროსი

E ჯგუფი
ფინეთი
პოლონეთი
ბელგია
შვეიცარია
ალბანეთი

F ჯგუფი
თუქეთი
იტალია
პორტუგალია
ჩეხეთი
ბელარუსი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2012 წლის 15 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე ორ წრედ ჩატარდება. საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ მეტოქეებთან ამ პერიოდში შინ და სტუმრად თითო-თითო მატჩის გამართვა მოუწევს. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები 8 მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს თითო ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. ამას დამატებული, სლოვენიის საგზური ჯგუფებში 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს ერგება.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ჯგუფი სიძლიერით დაახლოებით ისეთია როგორიც იყო წინა ჯგუფი სადაც მეორეზე გავედით. 2 კალათიდან უფრო ძლიერი შეიძლებოდა რომ შეგვხვედროდა და 3-4-5 კალათებიდან უფრო სუსტი. ამბიცია მეტი ჯგუფი საშუალო სიძლიერის. აგვისტოდან სპორტის სასახლეს ვავსებთ!!!!
დათო
17:17 04-12-2011
0

სიახლეები პოპულარული