იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წლით დარჩება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატებულ გამოსვლას უკავშირებენ.

"იგორ კოკოშკოვმა მოახერხა ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა. ვფიქრობთ, რომ ის შეძლებს გუნდი 2013 წელს სლოვენიაშიც მოახვედროს", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესო ლიპარტელიანმა.

შეგახსნებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სათავეში 2008 წლიდან უდგას. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი არიან. პირველ მატჩს ჩვენი ეროვნული ნაკრები 18 აგვისტოს თბილისში რუმინეთთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორი გადაწყვეტილებაა და დიდი მადლობა ბატონ ბესოს, რომ კალადბირთში ცხვირს არ აყოფიებს დელეტანტებს და პოლიტიკოსებს (ყოველ შემთხვევეში მე ასე მგონია)ევროპაზე ცინცაძის და ფაჩულიას არYოფნა დაეტYო გუნდს და კოკოშკოვი სასწაულს ვერ მოახდენდა.
zaza sigu
10:16 10-12-2011
0
ჩვენს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, ამ მწვრთენსაც აშკარად, ტანდემში კარგი შედეგი უნდა მივიღოთ, მითუმეტეს როცა მწვრთნელს და კალათბურთელებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.
imeda
22:48 09-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული