იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში კიდევ ორი წლით დარჩება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების წარმატებულ გამოსვლას უკავშირებენ.

"იგორ კოკოშკოვმა მოახერხა ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა. ვფიქრობთ, რომ ის შეძლებს გუნდი 2013 წელს სლოვენიაშიც მოახვედროს", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესო ლიპარტელიანმა.

შეგახსნებთ, რომ სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სათავეში 2008 წლიდან უდგას. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D
ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბოსნია, ლატვია, ჰოლანდია და რუმინეთი არიან. პირველ მატჩს ჩვენი ეროვნული ნაკრები 18 აგვისტოს თბილისში რუმინეთთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართებული გადაწყვეტილებაა!
david
16:16 09-12-2011
0
ნამდვილად იმსახურებს კოკოშკოვი პატივისცემას. B დივიზიონიდან 12 საუკეთესოში გაიყვანა გუნდი. თან ბიჭებთან კარგი ურთიერთობა აქვს. მოკლედ კარგია რომ დატოვეს მწვრთნელად.
Aleqsa
17:39 09-12-2011
0

სიახლეები პოპულარული