ლეიდენი VS არმია - შერკინება ისტორიული გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
ქართულ საკლუბო კალათბურთში ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე პრინციპული მატჩი დღეს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ერთმანეთის წინაშე წარსდგებიან "ლეიდენი" და ქართული "არმია". სწორედ ამ ორ გუნდს შორის ერთ-ერთი მოიპოვებს მეორე ეტაპის საგზურს. ამიტომაა შეხვედრა ისტორიული, რომ წარმატების შემთხვევაში ქართული კლუბი პირველად ითამაშებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 6 მატჩის გამართვა მოუწევს.

გადავხედოთ სატურნირო მდგომარეობას: პირველ ადგილზე "ბეშიქთაშია", მეორეზე "არმია" 3 (მოგება), მესამეზე "ლეიდენი" (2 გამარჯვება). მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორი გუნდი გადის. "არმიას" მეორე ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება, ან
მაქსიმუმ 2 ქულის სხვაობით წაგება სჭირდება, რადგან თბილისში "ლეიდენი" 3-ქულიანი ფორით ჰყავს დამარცხებული (74:71).

კოტე ტუღუშის გუნდი ჰოლანდიაში კვირას გამთენიისას გაფრინდა და გუშინ ერთი ვარჯიში ჩაატარა. დღევანდელ მატჩში "არმიას" ვერ დაეხმარება სანდიატა გეინსი, რომელიც ლოკაუტის დასრულების შემდეგ "ნიუ ჯერსის" დაუბრუნდა. ასევე საეჭვოა გილერმო დიასის თამაში. მას მუხლის ტრავმა აქვს.

შეხვედრას ჰოლანდიელებიც დანაკლისით ხვდებიან: ვერ ითამაშებს ჯევონ შეპარდი, ხოლო კითხვის ნიშნის ქვეშაა გუნდის მთავარი მექულის გაბრიელ კენედის მოედანზე გამოსვლა. მან ჰოლანდიის ჩემპიონატში შაბათის მატჩი კოჭის ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 23:30-ს...

I ტური
არმია-გოტინგენი 82:76
ლეიდენი-ბეშიქთაში 58:86

II ტური
ბეშიქთაში-არმია 103:82
გიოტინგენი-ლეიდენი 71:80

III ტური
არმია-ლეიდენი 74:71
ბეშიქთაში-გოტინგენი 105:94

IV ტური
გოტინგენი-არმია 61:69
ბეშიქთაში-ლეიდენი 76:69

V ტური
არმია-ბეშიქთაში 75:77
ლეიდენი-გოტინგენი 80:71

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბეშიქთაში 5 5 0 447/378 10
2. არმია 5 3 2 382/388 8
3. ლეიდენი 5 2 3 358/378 7
4. გოტინგენი 5 0 5 373/416 5

13 დეკემბერი
22:30 გოტინგენი-ბეშიქთაში
23:30 ლეიდენი-არმია
მითითებულია თბილისის დრო

ლეიდენი VS არმია
გუნდური სტატისტიკა
71.6           ქულა           76.4
49.8%    2-ქულიანი      49.0%
30.1%    3-ქულიანი     36.7%
69.1%    საჯარიმო       71.9%
9.4         შეტ. მოხსნა    13.6
22.0      დაც. მოხსნა     26.6
31.4       მოხსნა            40.2
15.2       პასი                14.6
11.0       შეცდომა         14.2
5.4        ჩაჭრა                5.4
2.4        დაფარება         4.2
21.8       ფოლი             18.4

ლეიდენი VS არმია

ინდივიდუალური სტატისტიკა
13.0 კენედი        ქულა           რიჩარდსონი 18.0
6.4 ბოქსლი         მოხსნა        ტომასი 11.2
5.8 სლაგთერი    პასი             ვუდსაიდი 7.0
1.0 სლაგთერი    ჩაჭრა           გეინსი, დიასი 1.5
0.8 ჰილიმანი     დაფარება     შელბომი 2.6


17 ფაქტი
ლეიდენი-არმია
1. შელბომი (არმია) ლიგის მეორე მომხსნელია (11.0).
2. ტომასი (არმია) ლიგის პირველი მომხსნელია (11.2).
3. შელბომი (არმია) დაფარებებში ევროჩელენჯზე პირველია (2.6).
4. ტომასმა (არმია) ხუთიდან თითოეულ მატჩში 12 და მეტი ქულა ჩააგდო.
5. რიჩარდსონმა (არმია) ხუთიდან თითოეულ მატჩში 15 და მეტი ქულა ჩააგდო.
6. ბოქსლიმ (ლეიდენი) "გოტინგენთან" ბოლო შეხვადრაში 27 ქულა მიითვალა. მანამდე მისი საშუალო მონაგარი 6.5 ქულას უტოლდებოდა.
7. ბოქსლი (ლეიდენი) ჰოლანდიაში გამართულ შეხვედრებში საშუალოდ 15.5 ქულას აგროვებს, სტუმრად - 7.3-ს.
8. შელბომმა (არმია) "გოტინგენთან" 8 ნოემბრის შეხვედრაში 6 დაფარება მიითვალა, რაც ვეროჩელენჯის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
8. ტომასს (არმია) სამი ორმაგი დუბლი აქვს.
9. დიასი (არმია) საშინაო მატჩებში 7.0 პასს ასრულებს, გასვლაზე - 2.0-ს.
10. "არმია" ევროჩელენჯის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გუნდია მოხსნების საშუალო რაოდენობით (40.2).
11. "ლეიდენმა" გაიმარჯვა 3-დან 2 მატჩში, რომლებშიც პირველი ტაიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.
12. "არმიას" ქულათა საერთო მონაგარის 44 პროცენტი რიჩარდსონი-ტომასის დუეტზე მოდის.
13. საშუალოდ 8 ქულაზე მეტს "არმიას" 7 კალათბურთელი აგროვებს.
14. საშუალოდ 8 ქულაზე მეტს "ლეიდენის" 6 კალათბურთელი აგროვებს.
15. ტომასი (არმია) "ბეშიქთაშთან" 6 დეკემბრის მატჩში 600 ქულიან ზღვარს გადასცდა (603) და გაუსწრო ევროჩელენჯის ყველა დროის №3 მექულე მიჩელს.
16. ტომასმა (არმია) ევროჩელენჯზე 50-ე მატჩი "ბეშიქთაშთან" ჩაატარა და შეხვედრათა რაოდენობით ყველა დროის მაჩვენებლით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. მეოთხეადგილოსან ტოპოროვს 53 თამაში აქვს გამართული.
17. შელბომს სჭირდება კიდევ 4 დაფარება, რათა ამ შეჯიბრების ისტორიაში მესამე ადგილზე შეცვალოს აკპომედა, რომელსაც 44 დაფარება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ თამაშს ანახებს რომელიმე არხი ?
kote
14:24 13-12-2011
0
ნეტა პირველი არხი არ აჩვენებს?
karlsoni
16:07 13-12-2011
0

სიახლეები პოპულარული