ექვსის ნაცვლად ათი გუნდი!

AutoSharing Option
ფიბა-ევროპა საკმაოდ ხანშიშესული ორგანიზაციაა, მაგრამ ბავშვივით ყოველდღიურად ახალ გასართობს დაეძებს... წელიწადი წელიწადს მისდევს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ოპტიმალური ფორმატი ჯერაც ვერ შეურჩევია. მეტსაც გეტყვით - ამა თუ იმ შეჯიბრების წინ ფორმატს ადგენს, ხოლო ტურნირის შუაში მას ერთი ხელის მოსმით ცვლის. მეტი რომ არ ვთქვათ, ეს არასერიოზულობაა... სამწუხაროდ, ისევე, როგორც ნაკრებების ორ დივიზიონად გაყოფის შემთხვევაში, წლევანდელი "არასერიოზულობა" საქართველოს ნაკრებსაც შეეხება.

ახლა უფრო კონკრეტულად: ფიბა-ევროპამ 2009 წელს დაადგინა, რომ ევრობასკეტი-2011-ის შესარჩევ ტურნირში სამ ჯგუფად გაყოფილი 15 გუნდი მიიღებდა მონაწილეობას. საუკეთესო ხუთეული
ევრო-2011-ის საგზურს მოიპოვებდა, მომდევნო 6 გუნდი 2011 წელს ევრობასკეტის ერთ საგზურს გაითამაშებდა, ხოლო ბოლო ოთხეული დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებდა.

წინასწარი გეგმის მიხედვით, საკვალიფიკაციო ტურნირში 6 გუნდი ორ ჯგუფად უნდა გაყოფილიყო და გამარჯვებულები ერთმანეთს პლეი ოფში დაპირისპირებოდნენ. პლეი ოფის გამარჯვებული კი იმავე სექტემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებდა...

თუმცა, როგორც გითხარით, ფიბა-ევროპამ ტურნირის სტრუქტურა შუა გზაში მონაწილე გუნების დაუკითხავად შეცვალა: რადგან B დივიზიონი უქმდება და ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მაჩანჩალა ოთხ გუნდს (პორტუგალია, ფინეთი, უნგრეთი, ლატვია) მოტივაცია არ ექნება, ისინი საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაისად დამატებით საკვალიფიკაციოზე ექვსის ნაცვლად ათი გუნდი ითამაშებს.

- დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ფიბა-ევროპიდან ცნობა მოვიდა, რომლის თანახმად, გაისად საკვალიფიკაციო ტურნირში წინასწარ დადგენილი ექვსის ნაცვლად 10 გუნდი ითამაშებს, - გვითხრა გუშინ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
ცხადია, ჩნდება კითხვები ტურნირის ფორმატთან დაკავშირებით. ორი ხუთგუნდიანი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში თითო ნაკრებს ჯერ 8 მატჩის ჩატარება მოუწევს, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი - პლეი ოფის ორი შეხვედრის. ცხადია, ასეთი მომქანცველი ტურნირის შემდეგ თვით სერბეთსაც გაუჭირდება იმავე წელს ევრობასკეტზე წარმატებით თამაში.

- 10 გუნდის ორ ჯგუფად გაყოფა იმას ნიშნავს, რომ გაისად თითო ნაკრებს ჯგუფური ეტაპის 8 მატჩის ჩატარება მოუწევს. შემდეგ პლეი ოფია. ასეთი მომქანცველი მარათონის შემდეგ კი ევროპის პირველობაზე მოხვედრილი ნაკრების წარმატების შანსი მინიმუმამდე შემცირდება. საამისოდ ენერგია აღარ შერჩება. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფიბა-ევროპამ 10 გუნდი ორ ჯგუფად დაჰყოს, - გვითხრა მერაბ რატიშვილმა.

ვიდრე ტურნირის სისტემაზე ლაპარაკს განვაგრძობდეთ, ერთ კითხვაზე ვუპასუხოთ: საქართველოს მსგავსად საკვალიფიკაციო ტურნირში მოხვედრილ გუნდებს (იტალიას, პოლონეთს...) არ გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა გუნდების დამატებასთან დაკავშირებით? პასუხი ცალსახაა - გაუჩნდათ! მაგრამ ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლიან, რადგან ამ ორგანიზაციაში მათ გარდა ლუქსემბურგისა და ანდორას წარმომადგენლებიცა გახლავან, რომლებიც საკვალიფიკაციოზე მეტი გუნდის დაშვების მომხრეები არიან. ასე რომ, დღეს ვერც იტალიის და ვერც საქართველოს პროტესტი ვერაფერს შეცვლის - შეჯიბრებაში 10 გუნდი ითამაშებს.

ახლა საკვალიფიკაციო ტურნირის ფორმატს დავუბრუნდეთ. ცხადია, ჩვენს ვარაუდებზე უფრო საინტერესო მერაბ რატიშვილის მოსაზრებაა:

- ტურნირის ფორმატი ჯერ არ გარკვეულა. ფიბა-ევროპის აღმასრულებელი კომიტეტი 5 სექტემბერს შეიკრიბება და სწორედ მაშინ გადაწყვეტს, რა სისტემით გაიმართება შეჯიბრება. დღეს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.

ბევრი ვარაუდი საჭირო არც არის, გაცხადდა, რომ ფიბა-ევროპა 10 გუნდის სამ ჯგუფად გაყოფას აპირებს. ერთ ქვეჯგუფში 4 გუნდი მოხვდება, დანარჩენ ორში – 3-3. ამ ჯგუფების გამარჯვებულები ევრობასკეტის ერთი საგზურის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ. ფიბა-ევროპა კიდევ ერთ კითხვას გვიჩენს: სამ გუნდს შორის საუკეთესო როგორ გამოვლინდება? ნაკრებებმა მიმოსვლით რომ ითამაშონ, კიდევ 4-4 მატჩის ჩატარება მოუწევთ. არც ეს უნდა იყოს გამართლებული...

მერაბ რატიშვილმა გაგვახსენა, რომ ევრო-2005-ის შესარჩევი ტურნირის შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი მონაწილეობდა (ისრაელი, უნგრეთი, ჩეხეთი). ისინი ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანაში, სერბეთში ჩავიდნენ და იქ გაარკვიეს ერთი საგზურის მფლობელი. ასე რომ, თუ 5 სექტემბერს ფიბა-ევროპა 10 გუნდის 3 ჯგუფად გაყოფას გადაწყვეტს, მაშინ ჯგუფების გამარჯვებულები ლიტვაში ჩავლენ და ერთმანეთში (ორ-ორი მატჩი მოუწევთ) გაარკვევენ ევრობასკეტის საგზურის მფლობელს.
ერთი კითხვაც უნდა დავსვათ: საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგები ჰქონდათ - 5-5 მატჩი მოიგეს. ასეთი მაჩვენებელი მათ სხვებთან უპირატესობას მისცემს თუ არა? სამართლიანობის პრინციპის მიხედვით, განთესილთა შორის უნდა მოვხვდეთ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ფიბა-ევროპამ ჩვენი 5 გამარჯვება საერთოდ დაივიწყოს და ეგრეთ წოდებული ბრმა წილისყრა მოაწყოს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ევრობასკეტი-2009-ის დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა: მაშინ იტალიასა და ფინეთს სხვებზე მეტი მოგება ჰქონდათ (თანაც მანამდე ერთ ჯგუფში იყვნენ), თუმცა ეს არავის გაუთვალისწინებია და საკვალიფიკაციოზე იტალია და ფინეთი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. იმედია, წლეულს იგივე არ განმერდება და ევროპის მმართველი საკალათბურთო ორგანიზაცია ჩვენს შრომას (5 მოგებას) წყალში არ ჩაგვიყრის.

აქვე დავაზუსტებთ: 5 სექტემბერს გაირკვევა საკვალიფიკაციო შეჯიბრების სისტემა, ხოლო წილისყრა ნოემბერში გაიმართება.

წინასწარ ცნობილია საკვალიფიკაციოს გამართვის ვადები: 3-24 აგვისტო. ევრობასკეტი-2011 კი 3 სექტემბერს დაიწყება.

შეიძლება, დასაწყისშივე უნდა ჩამოგვეთვალა შესარჩევი ტურნირიდან ევროპის პირველობაზე მოხვედრილი ხუთი გუნდის ვინაობა, მაგრამ ქართველებს უფრო მეტად საკვალიფიკაციო ეტაპი გვაინტერესებს და სტატია ამ თემით ამიტომაც დავიწყეთ. A ჯგუფიდან ლიტვის საგზური მოიპოვეს ჩერნოგორიამ და ისრაელმა, B ჯგუფიდან - ბრიტანეთმა და მაკედონიამ, ხოლო ჩ ჯგუფიდან მხოლოდ ბელგია გავიდა (1993 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ევრობასკეტის საგზური). მეორეადგილოსან საქართველოს ისრაელსა და მაკედონიაზე უარესი ქულათა შეფარდება აღმოაჩნდა... ქართველთა გარდა საკვალიფიკაციო ტურნირში ითამაშებენ: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ლატვია, ფინეთი, პორტუგალია, უნგრეთი.


ევრობასკეტი 2011. შესარჩევი ეტაპი

A ჯგუფი

იტალია-ისრაელი 71:79
ჩერნოგორია-ლატვია 96:66
ფინეთი-ჩერნოგორია 60:74
ლატვია-იტალია 69:68
ისრაელი-ლატვია 110:88
იტალია-ფინეთი 82:73
ჩერნოგორია-იტალია 71:62
ფინეთი-ისრაელი 84:83
ლატვია-ფინეთი 87:67
ისრაელი-ჩერნოგორია 77:73
ისრაელი-იტალია 76:81
ლატვია-ჩერნოგორია 84:90
იტალია-ლატვია 109:93
ჩერნოგორია-ფინეთი 91:71
ფინეთი-იტალია 83:85
ლატვია-ისრაელი 56:92
ისრაელი-ფინეთი 85:71
იტალია-ჩერნოგორია 72:71
ფინეთი-ლატვია 90:93
ჩერნოგორია-ისრაელი 79:69

1. ჩერნოგორია 8 6 2 645/561 14
2. ისრაელი 8 5 3 671/603 13
3. იტალია 8 5 3 630/615 13
4. ლატვია 8 3 5 636/722 11
5. ფინეთი 8 1 7 599/680 9


B ჯგუფი

უნგრეთი-ბრიტანეთი 82:91
უკრაინა-მაკედონია 58:71
ბოსნია-უკრაინა 86:76
მაკედონია-უნგრეთი 78:44
ბრიტანეთი-მაკედონია 104:96 (ოტ.)
უნგრეთი-ბოსნია 74:70
უკრაინა-უნგრეთი 80:71
ბოსნია-ბრიტანეთი 80:84
ბრიტანეთი-უკრაინა 90:76
მაკედონია-ბოსნია 70:56
ბრიტანეთი-უნგრეთი 66:64
მაკედონია-უკრაინა 71:55
უკრაინა-ბოსნია 87:69
უნგრეთი-მაკედონია 85:82
ბოსნია-უნგრეთი 73:64
მაკედონია-ბრიტანეთი 75:56
უნგრეთი-უკრაინა 83:75
ბრიტანეთი-ბოსნია 94:85 (ოტ.)
უკრაინა-ბრიტანეთი 75:66
ბოსნია-მაკედონია 83:71

1. ბრიტანეთი 8 6 2 651/633 14
2. მაკედონია 8 5 3 614/541 13
3. უკრაინა 8 3 5 582/607 11
4. ბოსნია 8 3 5 602/620 11
5. უნგრეთი 8 3 5 567/615 11


ც ჯგუფი

საქართველო-პოლონეთი 84:65
პორტუგალია-ბულგარეთი 59:67
პოლონეთი-პორტუგალია 86:64
ბელგია-საქართველო 74:64
პორტუგალია-ბელგია 69:78
ბულგარეთი-პოლონეთი 74:70
საქართველო-პორტუგალია 73:57
ბელგია-ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი-საქართველო 79:83
პოლონეთი-ბელგია 93:73
ბულგარეთი-პორტუგალია 103:64
პოლონეთი-საქართველო 67:58
საქართველო-ბელგია 63:86
პორტუგალია-პოლონეთი 85:84 (ოტ.)
პოლონეთი-ბულგარეთი 75:71
ბელგია-პორტუგალია 68:63
პორტუგალია-საქართველო 57:80
ბულგარეთი-ბელგია 92:81
საქართველო-ბულგარეთი 94:83
ბელგია-პოლონეთი 70:67

1. ბელგია 8 6 2 604/580 14
2. საქართველო 8 5 3 599/568 13
3. ბულგარეთი 8 4 4 638/600 12
4. პოლონეთი 8 4 4 607/579 12
5. პორტუგალია 8 1 7 518/639 9


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"












მკითხველის კომენტარები / 4 /
didi survili maqvs, Cemi obieqturi azri gamovTqva fibas Sesaxeb, magram giweriaT - zrdilobis normebi daicaviTo!

iqneb federaciam is mainc moiTxovos, rom mogebebisTvis sapremio qulebiT gavideT Semdeg etapze, Cemi azriT, es realuria, xolo sxva SeRavaTebis Sansi - minimaluria!
maxo
13:51 31-08-2010
0
მე მეგონა ასეთი რაღაცეები მხოლოდ სქართველოში ხდება, ფიბაში თუ ასეთი დონის მენეჯერები მუშაობენ არ მეგონა ნაღდად, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ევრობასკეტზე მოსახვედრად, ჩვენ ეს შეგვიძლია!
GIOREALIST
17:59 31-08-2010
0

სიახლეები პოპულარული