აგვისტო-2010
1. ძიუდო: ევროპის ახალგაზრდულ თასზე ქართველებმა 3 ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი, ბეთქილ აფრასიძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი), 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
2. კალათბურთი: ევროპის ჩემპიონატის I შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა პოლონეთი 84:65 დაამარცხა.
3-4: თავისუფალი ჭიდაობა: ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ლაშა ბითარაშვილმა ვერცხლის მედალი, ხოლო დავით ბუზიაშვილმა, ლაშა გიგაშვილმა, ლევან გოგრიჭიანმა და ირაკლი მოსიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
5. ფეხბურთი: ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებში "ზესტაფონი" "კარპატისთან" 0:1 დამარცხდა, "დინამო" კი "შტურმს" 1:1 დაუზავდა. ორივე ქართული კლუბი დაემშვიდობა გათამაშებას.
5. კალათბურთი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში
7-8. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ქართველებმა თითო ოქროს (ფირუზ წულუკიძე), ვერცხლისა (იაკობ ქაჯაია) და 4 ბრინჯაოს (ამირან შავაძე, ლაშა გობაძე, ედნარ შავაძე, რობერტ ქობლიაშვილი) მედალი მოიპოვეს.
5-10. ტყვიის სროლა: ძალზე წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა მსროლელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე 40-ეულშიც კი ვერ შევიდა.
11. ფეხბურთი: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერევანში სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა - 3:2.
11. კალათბურთი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის გუნდი დაამარცხა - 73:57.
11. ფეხბურთი: ეროვნულმა ნაკრებმა კიშინიოვში ამხანაგურ მატჩში მოლდოვის ნაკრებთან ფრე ითამაშა - 0:0.
13. წყალში ხტომა: ჭოლა ჭანტურიამ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავა.
14. კალათბურთი: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად დააამარცხა ბულგარეთის გუნდი - 83:79.
14. ფეხბურთი: სტარტი აიღო საქართველოს 22-ე ეროვნულმა ჩემპიონატმა.
14. ოლიმპიზმი: პირველი ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალში საქართველოს დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა.
15. ჩოგბურთი: კარიერა განაახლა ლადო ჩიხლაძემ.
17. ოლიმპიზმი: სინგაპურის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ირაკლი მოსიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
17. კალათბურთი: საქართველოს ნაკრები პოლონეთში დამარცხდა: 58:67.
20. კალათბურთი: საქართველოს ნაკრები შინ ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა: 63:86.
21. რაგბი: ეროვნული ნაკრების უკანახაზელთა მწვრთნელად დონალდ სასკი დაინიშნა.
24. რაგბი: დაიწყო საერთაშორისო ტურნირი "შავი ზღვის თასი".
26. კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში იოლად, 80:57 გაიმარჯვა.
29. კალათბურთი: საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 94:83 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
ყოველდღიური გაზეთი ლელო