შეხვედრა პრეზიდენტთან

AutoSharing Option
გუშინ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. მან აღნიშნა, რომ კმაყოფილია კალათბურთელთა გამოსვლით და იქვე დასძინა: სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში მეტნაკლებად წარმატებები გვაქვს, ხოლო გუნდურ სახეობებში ევროპის პირველობის საგზურის მოპოვება ბევრს დაანახვებს, რომ ქართველებს ერთმანეთის გვერდით დგომითაც შეუძლიათ გამარჯვება.

პრეზიდენტს, ისევე როგორც უამრავ გულშემატკივარს, კალათბურთელთა ნაკრების იმედი აქვს, მისგან ელის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. თუ გაისად კალათბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობის საგზურს მოიპოვებს, გუნდი 2 მილიონ ლარს მიიღებს.
პრეზიდენტმა დაპირებაც გაიხსენა - წლეულს თითოეულ გამარჯვებაზე 50 ათას დოლარს დაგპირდითო. ნაკრებმა 5
მატჩი მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი 250 ათას დოლარს მიიღებს.

ორთვიანი თავდადებული შრომით კალათბურთელებმა ეს ჯილდო ნამდვილად დაიმსახურეს. ცხადია, გაისად ლიტვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება რთული იქნება, მაგრამ ქართველი კალათბურთელების პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, ეს შესაძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული