საქართველოს ფიბა-ს ინსტრუქტორი ეწვია

AutoSharing Option
თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვია ფიბა-ს ინსტრუქტორი, ყოფილი მსაჯი და არბიტრთა მეთვალყურე ესპანელი ვიქტორ მასი.

- იგი ორშაბათ-სამშაბათს ქართველ თემიდელებთან სემინარებს გამართავს. ასევე დაესწრება საქართველოს 20-წლამდელთა მატჩებს და დააკვირდება ჩვენი არბიტრების მოქმედებას, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზისთვის ვამზადებთ, - გვითხრა ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა.

მან იქვე გვაცნობა, რომ ბატონი ვიქტორი პირადი ინსტრუქტორია მაკა კუპატაძისა, რომელიც ფიბა-ს კატეგორიის არბიტრია, ქალთა ევროლიგის მატჩებსაც მსაჯობს, თუმცა კიდევ უფრო მაღალი დონისთვის ემზადება (რაც ვაჟთა ევროტურნირებისა და ევროპის ფარგლებს გარეთ თამაშების გაძღოლასაც გულისხმობს).

- ვიქტორ მასს გავაცანი ჩვენი
სიტუაცია, ავუხსენი, რომ გვჭირდება მხარდაჭერა და ჩამოსვლაზე სიამოვნებით დამთანხმდა. ეს ვიზიტი ფიბა-ს სპეციალურ პროგრამაში შევიდა. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველი არბიტრები ამ დღეებში გამოცდილი ინსტრუქტორისგან ბევრს ისწავლიან, - განგვიმარტა მაკა კუპატაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული