სადებიუტო შეხვედრაში რუმინეთს უმასპინძლებს. მანამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, ქართველი კალათბურთელები იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით შეკრებაზე გადავლენ.
შესარჩევისთვის მოსამზადებელი ეტაპის დეტალები ახლა ზუსტდება. კალათბურთის ფედერაცია გვპირდება, რომ მალე ყველა საკონტროლო მატჩის ჩატარების თარიღს გამოაქვეყნებს. ამასობაში კი ავსტრიელებმა საკუთარი მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმეს და საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის დროც დააზუსტეს. ისინი 4 აგვისტოს გვიმასპინძლებენ.
საინტერესოა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს თავის ისტორიაში (ოფიციალური+ამხანაგური) ყველაზე მეტი თამაში სწორედ ავსტრიელებთან აქვს ჩატარებული - 9.
მთავარ ავსტრიულ საკალათბურთო გამოცემაში სტატია ქვეთავებადაა დაყოფილი. ერთ-ერთს ასე ჰქვია: "საქართველო და ბოსნია ისევ ჩვენი ოპონენტები იქნებიან":
"კავკასიის ქვეყნის წარმომადგენლები ტრადიციას არ ღალატობენ. კვლავ ჩვენთან, შტაინბურნში შეიკრიბებიან და აქვე გაიმართება მათი ნაკრებისა და ჩვენი გუნდის დაპირისპირება (4 აგვისტოს).
8 და 9 აგვისტოს კი ავსტრიელები ბოსნიელებს გაეჯიბრებიან".
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ შესარჩევ ტურნირში ქართველთა მეტოქე სწორედ ბოსნია იქნება. ასე რომ, ჩვენს სკაუტებს მეტოქეზე დაკვირვებისთვის შორ მანძილზე მგზავრობა აღარ დასჭირდებათ.
ავსტრიელი ჟურნალისტები ამხანაგური მატჩების ყველა მეტოქეს ცალკე ახასიათებენ. საქართველოს ნაკრებზე წერენ: "ეს გუნდი ფიბა-ს რეიტინგში 50-ე ადგილზეა. გასულ წელს ლიტვაში ევრობასკეტზე ითამაშა და დებიუტანტის კვალობაზე ეფექტური თამაშით ბევრი გააკვირვა.
შეჯიბრების მსვლელობისას ტრავმა მიიღო მათმა ლიდერმა ზაზა ფაჩულიამ, რამაც გუნდის გამოსვლაზე უარყოფითად იმოქმედა. თუმცა საქართველომ მაინც საპატიო მე-11 ადგილი დაიკავა (24 გუნდში)".
ავსტრიელები, ჩვენს მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადებიან. თუ გავითვალისწინებთ ჯგუფის შემადგენლობას, შეიძლება ვთქვათ, რომ მათ ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვთ: ავსტრია, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, უკრაინა.
აქვე, შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეებსაც ჩამოგითვლით: რუმინეთი, ჰოლანდია, ბოსნია და ლატვია.
ვიდრე ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი ციკლის გეგმა გამოქვეყნდებოდეს, იმასაც გეტყვით, რომ თბილისში კვლავ ჩატარდება საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, 2010 წლის ივლისში საქართველოში უკრაინა, ბელარუსი და რუმინეთი ჩამოვიდნენ. ოთხთა ტურნირი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ევრო-1999
საკვალიფიკაციო
25.05.1997
საქართველო-ავსტრია დ.დ. 67:60
34:31, 22:25, 11:4
საქართველო: თორთლაძე (38წთ, 3ქ, 3მ, 4პ, 1ჩ), ტურაშვილი (27წთ, 11ქ, 3მ), სტეფანია (5წთ, 2ქ, 1მ), ბეჟანიშვილი (26წთ, 10ქ, 10მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (15წთ, 2ქ, 2პ), ნაცვლიშვილი (45წთ, 22ქ, 15მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (33წთ, 9ქ, 9მ), სანაძე (9წთ, 3ქ), ჩხეიძე (19წთ, 5ქ)
ევრო-2007
B დივიზიონი
06.09.2006
ავსტრია-საქართველო 63:68
19:13, 22:13, 15:24, 7:18
საქართველო: ელისი (37 წთ, 20ქ, 5მ, 5პ, 1ჩ, 1დ), მ. მარკოიშვილი (27 წთ, 9ქ, 2მ, 1ჩ), ა. ბოისა (10 წთ, 3მ), ვ. ბოისა (33 წთ, 5ქ, 2მ), ფაჩულია (35 წთ, 24ქ, 7მ, 2ჩ, 2დ), გამყრელიძე (19 წთ, 2ქ, 4პ, 1მ), ცინცაძე (7 წთ), ცქიტიშვილი (11 წთ, 3ქ, 2მ, 1ჩ), სანიკიძე (21 წთ, 5ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (1 წთ)
25.08.2007
საქართველო-ავსტრია 85:74
21:22, 21:15, 24:19, 19:18
საქართველო: ცინცაძე (33 წთ, 5მ, 2პ, 3ჩ), ელისი (36 წთ, 14ქ, 3პ, 1ჩ), მ. მარკოიშვილი (27 წთ, 22ქ, 3მ, 1პ, 1ჩ), სანიკიძე (32 წთ, 14ქ, 9მ, 3პ, 1ჩ, 1დ), ფაჩულია (38 წთ, 25ქ, 5მ, 3პ, 1დ), გამყრელიძე (5 წთ), ნაცვლიშვილი (23 წთ, 5ქ, 7მ, 1პ, 1ჩ), ტუღუში (6 წთ, 5ქ, 2მ, 1ჩ)
ამხანაგურები
05.08.2008
ავსტრია-საქართველო 76:74
25:20, 18:16, 15:24, 18:14
საქართველო: ცინცაძე (24 წთ, 5ქ, 3პ), ა. ბოისა (18 წთ. 2ქ), სანიკიძე (13ქ. 10მ), ცქიტიშვილი (25 წთ. 20ქ. 9მ), ფაჩულია (30 წთ. 9ქ. 3პ); გამყრელიძე (20 წთ. 9ქ), ვ. ბოისა (22 წთ. 9ქ), შერმადინი (3 წთ. 2ქ), ტუღუში (14 წთ. 5ქ), ტომარაძე (5 წთ), შენგელია (4 წთ)
08.08.2008
ავსტრია-საქართველო 77:74
21:17, 25:20, 13:12, 18:25
საქართველო: ცინცაძე (27წთ, 9ქ, 3პ, 3მ), ა. ბოისა (12წთ. 3ქ. 4მ), სანიკიძე (23წთ. 1ქ. 9მ), ცქიტიშვილი (26წთ. 18ქ. 8მ), ფაჩულია (25წთ. 20ქ. 5მ); გამყრელიძე (30წთ. 7ქ. 5პ. 4მ), ვ. ბოისა (23წთ. 5ქ. 4მ. 3პ), შერმადინი (5წთ. 2ქ), ტუღუში (13წთ. 3ქ), შენგელია (16წთ. 6ქ. 4მ)
7.08.2009
ავსტრია-საქართველო 73:77
21:18, 19:17, 13:17, 20:25
საქართველო: გამყრელიძე (11წთ), ვ. ბოისა (34წთ, 15ქ), ცინცაძე (35წთ, 17ქ, 4პ, 3ჩ), შერმადინი (35წთ, 14ქ), ტუღუში (5წთ), სანიკიძე (39წთ, 11ქ, 12მ), მეტრეველი (11წთ, 4ქ), ელისი (30წთ, 16ქ, 6პ)
8.08.2009
ავსტრია-საქართველო 71:75
18:22, 22:18, 17:18, 14:17
საქართველო: გამყრელიძე (11 წთ), ვ. ბოისა (31 წთ, 12ქ, 6მ), ცინცაძე (29 წთ, 6ქ, 8პ, 3ჩ), შერმადინი (34 წთ, 18ქ, 7მ), ტუღუში (10 წთ, 3ქ), სანიკიძე (31 წთ, 11ქ, 6მ), მეტრეველი (8 წთ, 2ქ), ელისი (32 წთ, 17ქ), ა. ბოისა (7 წთ, 4ქ), შენგელია (6 წთ, 2ქ)
30.07.2011
ავსტრია-საქართველო 64:56
29:25, 35:31
საქართველო: გამყრელიძე (1ქ), ა. ბოისა (6ქ), ვ. ბოისა (7ქ), ფაჩულია (10ქ, 10მ), ცინცაძე (7ქ), სანიკიძე (9ქ), ცქიტიშვილი (9ქ), ჰეინსი (7ქ, 3პ), შენგელია
31.07.2011
ავსტრია-საქართველო 72:54
17:10, 19:15, 18:18, 18:11
საქართველო: გამყრელიძე (1ქ), ა. ბოისა (4ქ), ვ. ბოისა, ფაჩულია (12ქ), ცინცაძე (6ქ), სანიკიძე (2ქ), ცქიტიშვილი (15ქ), ჰენსი, შენგელია (11ქ), შარაბიძე, მეტრეველი, ფაცაცია (3ქ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავსტრია-საქართველო 64:56
ეს თამაში იყო სავარჯიშო.ყველა წესის დარღვევით ჩატარდა. +15 წუთი ითამაშეს და რატო წერია სტატისტიკაში. (ეს თამაში სათვალავში არც უნდა იყოს)