კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მოსამზადებელი გეგმა დაამტკიცა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის მოსამზადებელი გრაფიკი დაადგინა.

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათ
ვის 2012 წლის მოსამზადებელი გეგმა და ოფიციალური მატჩების განრიგი:

1-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში

17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი

1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)

7-9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი

13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი
გერმანია-საქართველო ლაიპციგში (გერმანია)

18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში

21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)

24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში

21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)

2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)

5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში

8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)

11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული