საქართველოს ნაკრების ცხელი ზაფხული - სლოვენიის გზაზე გერმანიის გავლით

AutoSharing Option
ცხელი ზაფხული გველის: 8 ივნისიდან 1 ივლისამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატია, 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე - ოლიმპიური თამაშები, 18 აგვისტოდან კი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ოფიციალური შეხვედრები დაიწყება.

ოლიმპიადასა და "ევრო-2012"-ს სხვა დროს შევეხებით, აქ კი კალათბურთელებზე დავწერთ, რომელთა საზაფხულო გეგმა ფედერაციამ ამ კვირაში გამოაქვეყნა.

კი ვწერდით, ჩვენი ნაკრები 18-ში იწყებსო, მაგრამ პირველი არაოფიციალური მატჩი 29 ივლისს ელის და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე 8 შეხვედრას გამართავს.

* * *
გეგმა მისაღებია, მაგრამ უკეთესი მეტოქეებიც შეიძლებოდა. გავიხსენოთ თუნდაც 2005 წელი, როცა ერთმანეთის
მიყოლებით ამხანაგურად ვეთამაშეთ ევროგრანდებს: იტალიას, თურქეთს, გერმანიას, საბერძნეთს...

წელს ზეგუნდთაგან მხოლოდ გერმანელებს დავუპირისპირდებით, რომელთა რიგებში სათამაშოდ ყოველთვის ულაპარაკოდ ჩადის NBA-ს ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი. წესითა და რიგით, იგი ალემანებს ამ ზაფხულსაც უნდა დაეხმაროს.

სხვათა შორის, 2005 წელს გერმანიასთან საკონტროლო მატჩის (54:88) შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა აღნიშნა: ნოვიცკის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს, მაგრამ ვლადიმერ ბოისა დირკის მეურვეობისას შესანიშნავად გამოიყურებოდა, ნოვიცკიმ მხოლოდ 15 ქულა ჩააგდოო.

გერმანიას წლეულს 13 აგვისტოს დავუპირისპირდებით, რაც ოფიციალურ შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიცია იქნება. მანამდე, 7-9 აგვისტოს, თბილისში საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლებთ (საქართველო, ესტონეთი, ბელარუსი, უკრაინა). 4 აგვისტოს ავსტრიას გავეჯიბრებით, ხოლო 29-31 ივლისს ესტონეთში ვიასპარეზებთ ოთხთა ტურნირზე (ესტონეთი, საქართველო, ჩეხეთი, აშშ-ის კოლეჯების ერთ-ერთი გუნდი).

* * *
საქართველოს ნაკრების ამხანაგური თამაშების გრაფიკი კი ჩამოვაწიკწიკეთ, მაგრამ უფრო საინტერესოა, რისთვის ეწყობა ეს შეხვედრები (იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული